ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

ოპეკი -ის უკანასკნელი შეხვედრა გასული წლის ნოემბერში გაიმართა და აქ მიღებული გადაწყვეტილებები ბაზარზე არეულობის გამომწვევი გახდა. სწორედ, ამის გამო საწვავის ფასებმა ექვსწლიან მინიმუმს მიაღწია.მიმდინარე კვირაში ოპეკი –ის წარმომადგენლები ვენაში შეხვედრას გამართავენ, სადაც განიხილავენ თუ რამდენად წარმატებულია სტრატეგია, რომელმაც ნავთობის ბაზარზე გადატრიალება მოახდინა.ოპეკი –ის წლევანდელი შეკრების მიზანი ბაზარზე წონასწორობის დაბრუნება და ფასების დასტაბილურებაა. აღნიშნულ შეხვედრაზე 12-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ნავთობის მსოფლიო მარაგის 40%-ს აკონტროლებენ, მიიღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ თუ გაარძელონ ძველი სტრატეგიით მუშაობა.
ბაზარზე არსებული არასტაბილურობის გამო კომპანიებს კანადიდან, კატარიდან თუ მექსიკიდან, ან მომავლისთვის აქვთ გადადებული პროექტები ან საერთოდ აჩერებენ მათ. მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებლები ამცირებენ საკუთარ კაპიტალს. აშშ-ში ჭაბურღილების რაოდენობა 60%-ით არის შემცირებული, რაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ინვესტორებში აღარ შეინიშნება ამერიკელი ნავთობმომპოვებლების მიმართ კეთილგანწყობა, შესაბამისად ბირჟებიდან მათი აქციები გაქრა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ნავთობკომპანიებისთვის უფრო რთული ხდება საქმიანობის გაგრძელება ფინანსური სირთულეების გამო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ING ბანკის მონაცემების მიხედვით, ფასები ძალიან დაბალია. მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორი საუდის არაბეთიც კი, რომელსაც რეზერვის სახით 686 მიალიარდი დოლარი გააჩნია, ვერ უმკლავდება ფინანსურ პრობლემებს.

გიორგი კაპანაძე

Leave a Reply