Author Archives: energy

საწვავი კიდევ ერთხელ, გაძვირდა

საწვავი კიდევ ერთხელ, გაძვირდა

საწვავი კიდევ ერთხელ, 3-7 თეთრით გაძვირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში, ყველა კატეგორიის საწვავზე ფასებმა ჯამში მინიმუმ 25-30 თეთრით მოიმატა. დღეის მონაცემებით, „ვისოლის” ქსელში ეკო სუპერის ფასი 2.19 ლარია, ეკოპრემიუმის 2.14, ეკო ევრორეგულარი 2.01 ლარი ღირს, ევრორეგულარი 1.98, ეკოდიზელი 2.10, დიზელ ენერჯის ღირებულება კი 1.95 ლარია. კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა „კომერსანტთან” განმარტავს, რომ საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი მისი ...

Read More »
საინვესტიციო გარემო ენერგოსექტორში

ენერგოსექტორის საინვესტიციო გარემო 2015 წელს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოს ანდრია გვიდიანის განცხადებით, „აფბა” დაინტერესდა ენერგოსექტორში არსებული საინვესტიციო გარემოთი და პროექტებით, რომლის განხორციელებაც 2015 წელსა დაგეგმილი. „აფბა”-ს შეფასებით, ენერგეტიკის სექტორში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი გენერაციის წყაროების ათვისების კუთხით”,-აღნიშნა გვიდიანმა „რეპორტიორში”გამართულ ბრიფინგზე. „ახალგზრდა ფინანსისტებს მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობასთან ერთად უმნიშვნელოვანესია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა როგორებიცაა ხუდონჰესი, ნენსკრა, ნამახვანი ჰესებსების კასკადი და ა.შ. ...

Read More »
საქართველოს დიდი ენერგოეფექტური რესურსი გააჩნია

საქართველოს დიდი ენერგოეფექტური რესურსი გააჩნია

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევის ანგარიში მზად არის მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ქვეყანას გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა სხვადასხვა აქტივობების, ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის დირექტივებთან და კანონმდებლობასთან მისაახლოვებლად. მათ შორის, ევროკავშირის ისეთ სტანდარტებთან, როგორიცაა: ელექტროენერგიის ფასები, განახლებადი ენერგეტიკის, ენერგოეფექტური შენობებისა და ელექტრომოწყობილობების ხელშეწყობა-წახალისება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ...

Read More »
საქართველო აზერბაიჯანულ ელ.ენერგიაზე უარის არ იტყვის

საქართველო აზერბაიჯანულ ელ.ენერგიაზე უარის არ იტყვის

საქართველო აზერბაიჯანულ ელექტროენერგიაზე უარის თქმას არ აპირებს, მიუხედავად დაგეგმილი ჰესების პროექტისა, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა აზერბაიჯანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში. როგორც ცნობილია, საქართველო 100-მდე ენერგეტიკული პროექტი აქვს დაგეგმილი. როგორც ვალიშვილი აცხადებს, ჰესები სრულად ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის ენერგეტიკულ მოთხოვნას, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში. “საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით ზამთარში იზრდება, როდესაც ქვეყანა იმპორტირებულ ენერგიას იყენებს”, – აცხადებს ვალიშვილი. მისივე ...

Read More »
ინდოეთის მთავრობა ირანული ნავთობის შეძენას გეგმავს

ინდოეთის მთავრობა ირანული ნავთობის შეძენას გეგმავს

ინდოეთის სახემწიფო ნავთობკომპანიები Indian Oil Corp. და Hindustan Petroleum Corp. გემავენ შეიძინონ ირანული ნავთობი ქვეყნის სტრატეგიული მარაგების შესავსებად. Hindustan Petroleum Corp.-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ირანის სახემწიფო კოპანია SOMO-ოს წარმომადგენლებთან 2 მილიონი ნედლი ნავთობის შეძენასთან უახლოეს პერიოდში. Indian Oil Corp. გაუწევს მხარდაჭერას ირანული ნავთობის იმპორტს ინდოეთში. ინდოეთის ნავთობის სამინისტრო მზადაა შეიძინოს 4 მილიონი ბარელი ნავთობი ქვეყნის სტრატეგიული მარაგების შესავსებად. ინდოეთისვის მსგავსი გარიგება ხელსაყრელია, ...

Read More »

საუდის არაბეთი ნავთობზე მოთხოვნის ზრდას და მიწოდების შემცირებას ელის

ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობის მინისტრ ალი ალ-ნაიმიზე დაყრდნობით ავრცელებს. ალ-ნაიმი ბაზარზე ნავთობის მიწოდების შემცირებას წლის მეორე ნახევარში ელოდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ალ-ნაიმი იყო ინიციატორი OPEC-ის მიერ ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ არ მომხდარიყო ნავთობის მოპოვების შემცირება. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში ნავთობი გაძვირდა. თუ იანვარში 1 ბარელი ნავთობი 46 აშშ დოლარი ღირდა, ეს ფასი ახლა 60-65 აშშ დოლარამდეა გაზრდილი. ცნობისთვის, ...

Read More »
Volkswagen-ი ჩინეთში ელექტრომობილების წარმოებას გააფართოებს

Volkswagen-ი ელექტრომობილების წარმოებას გააფართოებს

Volkswagen-ი, ჩინეთის ბაზრისთვის ელექტრომობილების წარმოების მასშტაბს აფართოებს. ამ თემაზე შეთანხმება გერმანულმა ავტოკონცერნმა ჩინურ Shanghai Automotive Industry Corporation-თან გააფორმა. გადაწყდა გაიზარდოს ჩინეთში უკვე არსებული ერთობლივი საწარმოს სიმძლავრეები: 4 წლის შემდეგ, Volkswagen-ი გეგმავს, რომ ჩინეთის ბაზარზე ჰქონდეს ჰიბრიდული და მთლიანად ელექტროძრავიანი მანქანების 15 მოდელი. მთლიანობაში ჩინეთი გერმანული ავტოკონცერნისთვის ერთ-ერთი ძირითადი ბაზარია და გასულ წელს გაყიდვები 12.4%-ით, 3.7 მლნ მანქანამდე გაიზარდა. უახლოეს 4 ...

Read More »
გორში "მდგრადი ენერგეტიკის დღე" ჩატარდა

გორში “მდგრადი ენერგეტიკის დღე” ჩატარდა

4 ივნისს, ქალაქ გორში ჩატარდა “მდგრადი ენერგეტიკის დღე”, რომლის ფარგლებშიც საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელებული მზის წყალგამაცხელებელი სისტემის სადემონსტრაციო პროექტი. სამუშაო ჩატარდა “განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია “BP საქართველოსა” და მისი პარტნიორების მიერ ნავთობისა და გაზის სფეროში. პროექტი განახორციელა კავშირი “ენერგოეფექტურობის ცენტრმა”. ასევე “მდგრადი ენერგეტიკის დღის” ფარგლებში მოეწყო, მედია ტური ჟურნალისტებისთვის, რომლებმაც გორის სამხედრო ...

Read More »
კომისიამ მოქალაქეებს დარიცხული ჯარიმები ჩამოაწერა

კომისიამ მოქალაქეებს 61 ათას ლარზე მეტი თანხა ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, 4 ივნისის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. კომისიამ მოქალაქეებს კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე დარიცხული თანხები ჩამოწერა , რომელთა ნაწილი მიჩნეულ იქნა ხანდაზმულ დავალიანებად, ხოლო ნაწილი – უსაფუძვლო დარიცხვად. მთლიანობაში 4 ივნისის საჯარო სხდომაზე ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობამ შეადგინა 61 307. 09 ლარი. საჯარო სხდომაზე საკითხები განსახილველად წარმოადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების ...

Read More »
ელექტროგადამცემი ხაზი " იმერეთი 500" გათიშვა

ელექტროგადამცემი ხაზი ” იმერეთი 500″ გათიშვა

დღეს, 12:00 საათზე, ავარიულად გამოირთო კომპანია „საქრუსენერგოს“ კუთვნილი მაღალი ძაბვის, 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ იმერეთი -500 “, ავარიის შედეგად ამუშავდა ”ავარიის საწინააღდეგო ავტომატიკა” , რამაც მთლიანი სისტემა დაიცვა სრული ჩაქრობისგან და ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მომხმარებლებს. დაახლოებით, 15 წუთში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა თბილისის შეზღუდულ რაიონებს. ამ წუთებში კი მიმდინარეობს აღმოსავლეთ საქართველოს დარჩენილი მომხმარებლისთვის ენერგომომარაგების აღდგენა. კომპანია „საქრუსენერგო“ ...

Read More »