ელექტროგადამცემი ხაზი " იმერეთი 500" გათიშვა

ელექტროგადამცემი ხაზი ” იმერეთი 500″ გათიშვა

დღეს, 12:00 საათზე, ავარიულად გამოირთო კომპანია „საქრუსენერგოს“ კუთვნილი მაღალი ძაბვის, 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ იმერეთი -500 “, ავარიის შედეგად ამუშავდა ”ავარიის საწინააღდეგო ავტომატიკა” , რამაც მთლიანი სისტემა დაიცვა სრული ჩაქრობისგან და ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მომხმარებლებს.
დაახლოებით, 15 წუთში ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა თბილისის შეზღუდულ რაიონებს. ამ წუთებში კი მიმდინარეობს აღმოსავლეთ საქართველოს დარჩენილი მომხმარებლისთვის ენერგომომარაგების აღდგენა.

კომპანია „საქრუსენერგო“ მუშაობს დაზიანების გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

Leave a Reply