საუდის არაბეთი ნავთობზე მოთხოვნის ზრდას და მიწოდების შემცირებას ელის

ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობის მინისტრ ალი ალ-ნაიმიზე დაყრდნობით ავრცელებს. ალ-ნაიმი ბაზარზე ნავთობის მიწოდების შემცირებას წლის მეორე ნახევარში ელოდება.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ალ-ნაიმი იყო ინიციატორი OPEC-ის მიერ ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ არ მომხდარიყო ნავთობის მოპოვების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში ნავთობი გაძვირდა. თუ იანვარში 1 ბარელი ნავთობი 46 აშშ დოლარი ღირდა, ეს ფასი ახლა 60-65 აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

ცნობისთვის, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (ოპეკი) დღეს, 5 ივნისს ჩაატარებს მორიგ სხდომას ნავთობის კვოტების მოპოვებასთან დაკავშირებით. ოპეკი არ აპირებს ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირებას.

დღეისათვის ოპეკის ქვეყნების მიერ 30 მლნ ბარელი ნავთობის მოპოვება ხდება დღე/ღამეში.

საუდის არაბეთი არ არის მზად შეამციროს ნავთობის წარმოება სანამ მას კლიენტურა ჰყავს. დღეისათვის საუდის არაბეთი აწარმოებს 10-დან 10,2 მლნ ბარელამდე ნავთობს დღეში, რაც აკმაყოფილებს მათი კლიენტების მოთხოვნებს.

Leave a Reply