Volkswagen-ი ჩინეთში ელექტრომობილების წარმოებას გააფართოებს

Volkswagen-ი ელექტრომობილების წარმოებას გააფართოებს

Volkswagen-ი, ჩინეთის ბაზრისთვის ელექტრომობილების წარმოების მასშტაბს აფართოებს. ამ თემაზე შეთანხმება გერმანულმა ავტოკონცერნმა ჩინურ Shanghai Automotive Industry Corporation-თან გააფორმა.

გადაწყდა გაიზარდოს ჩინეთში უკვე არსებული ერთობლივი საწარმოს სიმძლავრეები: 4 წლის შემდეგ, Volkswagen-ი გეგმავს, რომ ჩინეთის ბაზარზე ჰქონდეს ჰიბრიდული და მთლიანად ელექტროძრავიანი მანქანების 15 მოდელი.

მთლიანობაში ჩინეთი გერმანული ავტოკონცერნისთვის ერთ-ერთი ძირითადი ბაზარია და გასულ წელს გაყიდვები 12.4%-ით, 3.7 მლნ მანქანამდე გაიზარდა.

უახლოეს 4 წელიწადში, Volkswagen-ი ჩინეთში 22 მლრდ ევროს ჩადებს.

agora.ge

Leave a Reply