Author Archives: energy

E-SPACE: ჭკვიანი დამტენების ბიზნეს მოდულმა გაამართლა, პროგრამაში რამდენიმე კომპანია ჩაერთო

E-Space-ის ბიზნეს მოდული ე.წ ჭკვიანი დამტენების მფლობელებისთვის წარმატებით მიმდინარეობს, პროექტმა გაამართლა და მოლოდინებიც დადებითია, – აცხადებს კომპანიის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი დავით იოსავა “ბიზნესპარტნიორთან“. ე.წ. ჭკვიანი დამტენების მფლობელებს კომპანიამ ბიზნეს მოდული ცოტა ხნის წინ შესთავაზა, რომლითაც მათ შემოსავლის მიღება შეუძლიათ. “ჩვენს პროგრამაში უკვე რამდენიმე კომპანია ჩაერთო. ჯერ მხოლოდ 2 თვე გავიდა და შემიძლია ვთქვა, რომ ეს პერიოდი პლიუსში დავამთავრეთ და შესაბამისად პროექტმა ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

აგვისტოში საწვავი კიდევ 3-5 თეთრით გაძვირდა

საწვავის გაძვირების ტენდენცია გრძელდება. ადგილობრივ ბაზარზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობპროდუქტები დამატებით 3-5 თეთრით გაძვირდა. შედეგად, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება უკვე გასცდა 3 ლარს, სუპერის ტიპის საწვავის ფასი კი 3.20-3.25 ლარის ფარგლებში მერყეობს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საწვავის მაღალ ფასს საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის ბოლოდროინდელი გაძვირებით ხსნიან. ამასთან, როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ასოციაციაში განუცხადეს, მომწოდებელმა ქვეყნებმა პროდუქციის ფასიც გაზარდეს. სექტორის წარმომადგენლები ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას კვლავაც განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.69 (- 0.92)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.35 (- 0.94)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო 8 სექტემბერს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ისნის და სამგორის რაიონები გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭრელაშვილის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო ...

Read More »

რუსეთი უკმაყოფილოა ევროკავშირის “ნახშირბადის გადასახადით”

რუსეთმა ევროკავშირს სთხოვა განემარტა გარკვეული საქონლის იმპორტზე “კლიმატის” საბაჟო გადასახადის ფორმირების პრინციპების შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. “ჩვენ აღნიშნული შეკითხვა დავუსვით ევროკავშირს, ვთხოვეთ მათ პრინციპის ახსნა. ველოდებით პასუხს” – განაცხადა მინისტრმა. ლავროვის აზრით, “ნახშირბადის გადასახადი” პირდაპირ ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ შემოიღო „კლიმატის“ საბაჟო გადასახადები რკინასა და ფოლადზე (მათ შორის მილები და რელსები), ...

Read More »

ოპეკი: ნავთობის მრეწველობა უნდა გახდეს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ნაწილი

ნავთობის ინდუსტრია ფლობს აუცილებელ ტექნოლოგიებს მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შესანარჩუნებლად და უნდა იყოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ნაწილი. აღნიშნული ნათქვამია ოპეკის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გაკეთდა ენერგეტიკის, კლიმატისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე, მინისტრების დონეზე გამართული მრგვალი მაგიდის შემდეგ. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ენერგიის ყველა წყაროსა და ყველა არსებული ტექნოლოგიის გამოყენების აუცილებლობას, როგორიცაა ნახშირბადის ჩაჭერა და შენახვა, ასევე წრიული ეკონომიკის ხელშეწყობა, ...

Read More »

“ყაზახეთს ესაჭიროება ატომური ელექტროსადგური, რათა ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე არ აღმოჩნდეს”

ყაზახეთს სჭირდება ატომური ელექტროსადგური – აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა. “ჩემს გზავნილში მე დავაყენე ამოცანა, რომ მოხდეს ქვეყანაში ბირთვული ენერგიის შექმნის შესაძლებლობის ღრმა და ყოვლისმომცველი შესწავლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებები, მათ შორის მოქალაქეებისა და ბიზნესის. მე მტკიცედ მჯერა, რომ დრო დადგა არსებითად განვიხილოთ ხსენებული საკითხი, რადგან ყაზახეთს ბირთვული ელექტროსადგური სჭირდება ” – აღნიშნა ...

Read More »

“ლუკოილის” პრეზიდენტი: ნავთობის ფასების ბარელზე 100 დოლარამდე გაძვირება ნავთობის ბაზრის ჩამოშლას გამოიწვევს

ნავთობის ფასი ბარელზე 65-75 დოლარი მწტ0ნაკლებად მისაღებია როგორც ნავთობის მწარმოებლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, განაცხადა ვაგიტ ალექსპეროვმა, მეორე უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის “ლუკოილის”  პრეზიდენტმა და თანამფლობელმა. აღნიშნულის შესახებ მან გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა. ალექსპეროვმა აღნიშნა, რომ ნავთობის მაღალი ფასი ბაზრის ჩამოშლის რისკს შეიცავს. ”მე არ მსურს ნავთობის ფასი კვლავ აღემატებოდეს 100 დოლარს ბარელზე, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინვესტიციებს არაეფექტურ და არარენტაბელურ პროექტებში, ...

Read More »

ზელენსკიმ მოუწოდა კონგრესმენებს გააგრძელონ ზეწოლა Nord Stream 2-ზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ს კონგრესის დელეგატებთან შეხვედრისას, მოუწოდა მათ გააგრძელონ სანქციების მეშვეობით ზეწოლის განხორციელება რუსეთის ფედერაციაზე, Nord Stream 2 გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ლიდერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სენატორები ლინდსი გრეჰემი, ჯონ ბარასო, ტომი ტაბერვილი, ბენ სესი და წარმომადგენელთა პალატის წევრი უილიამ ტიმონსი მონაწილეობას იღებდენნე ზელენსკისთან შეხვედრაში. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პოლიტიკოსებს ჩრდილოეთის ნაკად 2-თან მიმართებაში ...

Read More »

BMW-მ ბატარეის შეკვეთები $24 მილიარდამდე გაზარდა

ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, BMW-მ ბატარეის ელემენტების შეკვეთები გაზარდა. ელექტრომობილები წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ავტომწარმოებლის მიწოდების 11%-ზე მეტს შეადგენდა. გერმანულ ავტომწარმოებელს ახლა 20 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს გაფორმებული ბატარეის შეძენისთვის, აღნიშნა კომპანიის დირექტორმა ოლივერ ზიპსმა ინტერვიუში. ბატარეის უჯრედები განკუთვნილია i4 სედანისთვის, iX სპორტული ავტომობილებისთვის და სხვა მოდელებისთვის, რომლებსაც BMW 2024 წლამდე აწარმოებს. კომპანია გეგმავს, ახალი თაობის ბატარეებზე გადასვლა მომავალ წელს დაიწყოს. ავტომწარმოებლები განიცდიან ნახევარგამტარების მკვეთრ დეფიციტს, ...

Read More »