ყაზახეთს სჭირდება ატომური ელექტროსადგური – აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა.
“ჩემს გზავნილში მე დავაყენე ამოცანა, რომ მოხდეს ქვეყანაში ბირთვული ენერგიის შექმნის შესაძლებლობის ღრმა და ყოვლისმომცველი შესწავლა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებები, მათ შორის მოქალაქეებისა და ბიზნესის. მე მტკიცედ მჯერა, რომ დრო დადგა არსებითად განვიხილოთ ხსენებული საკითხი, რადგან ყაზახეთს ბირთვული ელექტროსადგური სჭირდება ” – აღნიშნა მან.
ყაზახეთში ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი უკვე არაერთხელ დაისვა, რადგან 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, ქვეყანას ემუქრება ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც მთავრობასა და ჰოლდინგ “სამრუქ -ყაზინას” დაევალა შეისწავლონ ყაზახეთში უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ბირთვული ენერგიის განვითარების შესაძლებლობა.
ნინო სამადაშვილი