უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ს კონგრესის დელეგატებთან შეხვედრისას, მოუწოდა მათ გააგრძელონ სანქციების მეშვეობით ზეწოლის განხორციელება რუსეთის ფედერაციაზე, Nord Stream 2 გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ლიდერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სენატორები ლინდსი გრეჰემი, ჯონ ბარასო, ტომი ტაბერვილი, ბენ სესი და წარმომადგენელთა პალატის წევრი უილიამ ტიმონსი მონაწილეობას იღებდენნე ზელენსკისთან შეხვედრაში.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პოლიტიკოსებს ჩრდილოეთის ნაკად 2-თან მიმართებაში არჩეული პოზიციისთვის.
“კრემლი ყოველთვის იყენებდა და კვლავაც აგრძელებს ბუნებრივი აირის მარაგის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას. სანქციების მეშვეობით Nord Stream 2-ზე ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ნინო სამადაშვილი