“ლუკოილის” პრეზიდენტი: ნავთობის ფასების ბარელზე 100 დოლარამდე გაძვირება ნავთობის ბაზრის ჩამოშლას გამოიწვევს

ნავთობის ფასი ბარელზე 65-75 დოლარი მწტ0ნაკლებად მისაღებია როგორც ნავთობის მწარმოებლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, განაცხადა ვაგიტ ალექსპეროვმა, მეორე უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიის “ლუკოილის”  პრეზიდენტმა და თანამფლობელმა.

აღნიშნულის შესახებ მან გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ალექსპეროვმა აღნიშნა, რომ ნავთობის მაღალი ფასი ბაზრის ჩამოშლის რისკს შეიცავს.

”მე არ მსურს ნავთობის ფასი კვლავ აღემატებოდეს 100 დოლარს ბარელზე, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინვესტიციებს არაეფექტურ და არარენტაბელურ პროექტებში, რამაც შემდეგ შეიძლება კვლავ გამოიწვიოს ის, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ – ბაზრის ჩამოშლა” – განაცხადა მან. ალექსპეროვის სიტყვებით, ნავთობის ფასი ბარელზე 65-75 დოლარის ფარგლებში „კომფორტულია მომხმარებლებისთვის და შესაბამისად, OPEC+-ის ქვეყნების მთავარი მიზნიც მათი შენარჩუნებაა მოცულობის რეგულირებითს მეშვეობით“.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply