BMW-მ ბატარეის შეკვეთები $24 მილიარდამდე გაზარდა

ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, BMW-მ ბატარეის ელემენტების შეკვეთები გაზარდა. ელექტრომობილები წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ავტომწარმოებლის მიწოდების 11%-ზე მეტს შეადგენდა.

გერმანულ ავტომწარმოებელს ახლა 20 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს გაფორმებული ბატარეის შეძენისთვის, აღნიშნა კომპანიის დირექტორმა ოლივერ ზიპსმა ინტერვიუში. ბატარეის უჯრედები განკუთვნილია i4 სედანისთვის, iX სპორტული ავტომობილებისთვის და სხვა მოდელებისთვის, რომლებსაც BMW 2024 წლამდე აწარმოებს. კომპანია გეგმავს, ახალი თაობის ბატარეებზე გადასვლა მომავალ წელს დაიწყოს.

ავტომწარმოებლები განიცდიან ნახევარგამტარების მკვეთრ დეფიციტს, რამაც ინდუსტრია აიძულა, მიწოდების ჯაჭვის სხვა სუსტი წერტილებიც გამოევლინათ. ბატარეის უჯრედებზე და ნედლეულზე წვდომა, როგორიცაა კობალტი და ნიკელი, გადამწყვეტი იქნება ბაზარზე დამკვიდრებული ავტომწარმოებლების ელექტრულ მოდელებზე გადასვლისთვის. ამ მიზეზის გამო, ელექტრომობილების ლიდერმა Tesla-მ ლითონის მიწოდების გარიგებები მაღაროებთანაც კი დადო.

მიუხედავად იმისა, რომ BMW ელექტრომობილების მზარდი გაყიდვებისთვის საპასუხოდ მზადაა, ის კვლავ შეზღუდულია ნახევარგამტარების სიმცირის გამო. კომპანიის პროგნოზის მიხედვით, წლის ბოლომდე სიტუაცია გაუარესდება.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply