რუსეთმა ევროკავშირს სთხოვა განემარტა გარკვეული საქონლის იმპორტზე “კლიმატის” საბაჟო გადასახადის ფორმირების პრინციპების შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
“ჩვენ აღნიშნული შეკითხვა დავუსვით ევროკავშირს, ვთხოვეთ მათ პრინციპის ახსნა. ველოდებით პასუხს” – განაცხადა მინისტრმა.
ლავროვის აზრით, “ნახშირბადის გადასახადი” პირდაპირ ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს.
ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ შემოიღო „კლიმატის“ საბაჟო გადასახადები რკინასა და ფოლადზე (მათ შორის მილები და რელსები), ალუმინზე, ცემენტზე, სასუქებსა და ელექტროენერგიაზე, რათა 2050 წლისთვის მთლიანად აღმოიფხვრას ნახშირბადის ემისია ევროკავშირში. ევროკომისიის გეგმის თანახმად, ხსენებული გადასახადის ამოღება დაიწყება 2026 წელს. რუსეთისთვის აღნიშნულმა შეიძლება 1.8 – 3.4 მილიარდი აშშ დოლარიც კი შეადგინოს.
ნინო სამადაშვილი