Author Archives: energy

წყალბადის ენერგეტიკის განვითარებით რუსეთიც დაინტერესებულია

რუსეთის მთავრობამ მოამზადა წყალბადის ენერგიის განვითარების კონცეფციის პროექტი, რომლის განხორციელებაც რამდენიმე ეტაპად იგეგმება, განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა. ”მთავრობამ მოამზადა წყალბადის ენერგიის განვითარების კონცეფციის პროექტი. იგი განსაზღვრავს მიზნებს, სტრატეგიულ ინიციატივებსა და ძირითად ღონისძიებებს ქვეყანაში აღნიშნული ინდუსტრიის შესაქმნელად. დაგეგმილია მისი განხორციელება რამდენიმე ეტაპად: პირველი გათვლილია მომდევნო 3.5 წელზე, – აღნიშნა მიშუსტინმა ორშაბათს ვიცე-პრემიერებთან შეხვედრის დროს. მისივე თქმით, პირველი ეტაპი მოიცავს ...

Read More »

ევროკავშირიდან უკრაინისთვის გაზის მიწოდება შვიდი თვის განმავლობაში 8-ჯერ შემცირდა

ევროკავშირიდან უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 2021 წლის იანვარ-ივლისში რვაჯერ შემცირდა (8.05 მილიარდი კუბური მეტრით) 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ “უკრაინის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სისტემის” პრესსამსახური იტყობინება. მათი განცხადებით, მიწოდების უმეტესი ნაწილი ივლისზე მოდის – 498 მილიონი კუბური მეტრი. ივნისში იმპორტმა შეადგინა 90 მილიონი კუბური მეტრი, მაისში – 8 მილიონი კუბური მეტრი, აპრილში – 77 მილიონი კუბური მეტრი, მარტში ...

Read More »

მსოფლიოში ნავთობი იაფდება – „ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ფასის კლების მოლოდინი შეგვექმნას“

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს, თუმცა თუ ტენდენციას შეუქცევადი ხასიათი არ ექნება, ქართულ ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფებას არ უნდა ველოდოთ – ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა. ვანო მთვრალაშვილის თქმით, ფასების კლება უდავოდ პოზიტიური მომენტია, თუმცა ამას სტაბილური ხასიათი უნდა მიეცეს, რომ ფასებმა საქართველოშიც დაიკლოს., ,, ბოლო პერიოდში, რამდენიმედღიანი კლება ფიქსირდება ნავთობპროდუქტებზე, რაც ცალსახად კარგია. თუმცა, მანამდე ფასები იყო ძალიან ...

Read More »

აზერბაიჯანი მწვანე წყალბადით დაინტერესდა

აზერბაიჯანი დაინტერესებულია უახლოეს მომავალში მწვანე წყალბადის განვითარებით და აქტიურად ცდილობს აღნიშნული მიმართულებით ევროპული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. ხსენებული მიზნით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და ნორვეგიული კომპანია Equinor–ის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, მწვანე წყალბადის სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლისა და გაზიარებისთვის. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა მდგრადი ენერგიის ახალი მიმართულებების, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიებისა და წყალბადის ენერგიის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას. ...

Read More »

თეა გოდოლაძე კრემლის მედიასთან – “სპუტნიკთან” აქტიურად თანამშრომლობს

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებად მედიასთან, კერძოდ, სააგენტო სპუტნიკთან აქტიურად თანამშრომლობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სააგენტოს მულტიმედიურ ცენტრში 4 აგვისტოს პრესკონფერენცია ჩაატარა. პრესკონფერენციაზე თეა გოდოლაძე ნამახვანის მშენებლობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ნამახვანის ტერიტორიის სეისმური მდგომარეობა ჯერ კიდევ შეუსწავლელია და გეოლოგებმაც კი არ იციან, რა ხდება იქ. სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტრმა პრესკონფერენციაზე დაასახელა ის უბნები, რომელიც ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ბუნებრივი აირის ფასი 1,000%-ზე მეტით გაიზარდა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბუნებრივი აირი იყო უხვად და იაფად. თუმცა, ახლა, შეერთებული შტატებიდან ავსტრალიაში მიწოდების შეწყვეტისა და აზიაში მოთხოვნის გაზრდის ფონზე, ფასებიც გაიზარდა – მაგალითად, ევროპაში, 2020 წლის მაისიდან, ბუნებრივი აირის ფასი ათასი(!) პროცენტით, ხოლო აზიური LNG-ის ფასი გასულ წელსს დაახლოებით ექვსჯერ გაიზარდა. შეერთებულ შტატებში, სადაც ფიქლის რევოლუციამ საგრძნობლად გაზარდა საწვავის წარმოება, ფასები ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზეა. გაზის ფასების ...

Read More »
უკრაინა

უკრაინაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა და გადახდა ლეგალური გახდება

ახალი ვირტუალური აქტივების კანონის მიღების შემდეგ, უკრაინის მოქალაქეებს კრიპტოვალუტის ლეგალურად ფლობა, გაცვლა და დახარჯვა შეეძლებათ. მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებით, ახალი კანონმდებლობა დაარეგულირებს კრიპტოსივრცეს უკრაინაში, სავარაუდოდ დაწევს გადასახადებს უკრაინელებისათვის და შექმნის პირობებს ახალი მომსახურებებისათვის. ვირტუალური აქტივების კანონის დახმარებით კრიპტოვალუტების მფლობელი უკრაინელები მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებენ. მათ ექნებათ კრიპტოაქტივების უსაფრთხოდ შენახვის, ლეგალური გაცვლისა და დეკლარირების შესაძლებლობა. უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ბორნიაკოვის ...

Read More »

მეცნიერებმა კლიმატის უპრეცედენტო ცვლილებისა და კაცობრიობისთვის საშიში შედეგების შესახებ განაცხადეს

მეცნიერთა აზრით, ანგარიშის მონაცემები არის “წითელი სიგნალი” კაცობრიობისთვის. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო ხუთი წელი იყო ყველაზე ცხელი 1850 წლის შემდეგ. გარდა ამისა, ზღვის დონის აწევის მაჩვენებელი 1901-1971 წლების შემდეგ თითქმის სამჯერ გაიზარდა. არსებობს შესაძლებლობა, რომ წყლის დონე გაიზრდება დაახლოებით ორი მეტრით ამ საუკუნის ბოლოსთვის და ხუთი მეტრით 2150 წლისთვის, რაც იწვევს წყალდიდობის საფრთხეს.

Read More »

ბიტკოინის და ეთერიუმის ფასი ორთვიან მაქსიმუმზეა

ბიტკოინმა და ეთერიუმმა ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ფასის უმაღლეს დონეს მიაღწიეს. მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ტალღა ეთერიუმის ძირითადი განახლებისა და აშშ-ს ინფრასტრუქტურის გეგმაში კრიპტო წესების გაურკვევლობის პირობებში მოხდა. ბიტკოინის ფასი კვირას კიდევ 3.1%-ით გაიზარდა და $45,328 შეადგინა, რაც უმაღლესი მაჩვენებელია 18 მაისის შემდეგ. ეთერიუმი ასევე გაიზარდა 3.5% -ით და ფასმა $3,191-ს მიაღწია. ციფრულმა მონეტამ ზრდა ეთერიუმის ქსელის ლონდონის განახლებიდან ხუთი ...

Read More »

Saudi Aramco-ის სუფთა მოგება გაიზარდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის “Saudi Aramco”-ის სუფთა მოგებამ მიაღწია 25.5 მილიარდ დოლარს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 288% -ით მეტია. კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. წლის პირველი ნახევრისთვის სუფთა მოგებამ შეადგინა 47.2 მილიარდი დოლარი, რაც 103%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (23.2 მილიარდი დოლარი). მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით “Saudi Aramco” დივიდენდებზე გამოყოფს 18,8 ...

Read More »