ბიტკოინის და ეთერიუმის ფასი ორთვიან მაქსიმუმზეა

ბიტკოინმა და ეთერიუმმა ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ფასის უმაღლეს დონეს მიაღწიეს. მნიშვნელოვანია, რომ ზრდის ტალღა ეთერიუმის ძირითადი განახლებისა და აშშ-ს ინფრასტრუქტურის გეგმაში კრიპტო წესების გაურკვევლობის პირობებში მოხდა.

ბიტკოინის ფასი კვირას კიდევ 3.1%-ით გაიზარდა და $45,328 შეადგინა, რაც უმაღლესი მაჩვენებელია 18 მაისის შემდეგ. ეთერიუმი ასევე გაიზარდა 3.5% -ით და ფასმა $3,191-ს მიაღწია. ციფრულმა მონეტამ ზრდა ეთერიუმის ქსელის ლონდონის განახლებიდან ხუთი დღის შემდეგ განიცადა, რაც მონეტების ფასის ზრდის ტემპს, როგორც წესი, ამცირებს.

”როგორც ჩანს, ოპტიმიზმის განწყობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე დაბრუნდა”,- განაცხადა პაოლო არდოინომ, Bitfinex-ის ტექნოლოგიის უფროსმა. მიუხედავად ამისა, მისის თქმით, ის ტურბულენტობა, რაც კრიპტო ბაზრებზე ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაცხრება.

კრიპტოვალუტის ბაზარი კვლავ აჩვენებს სასიცოცხლო ნიშნებს მას შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლებისგან მნიშვნელოვნად დაიხია უკან. ფასების ვარდნა კრიპტო ბაზარზე ჩინეთის რეგულაციებსა და ბიტკოინის ენერგიის მოხმარებით გამოწვეულ კითხვებს უკავშირდება.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply