აზერბაიჯანი მწვანე წყალბადით დაინტერესდა

აზერბაიჯანი დაინტერესებულია უახლოეს მომავალში მწვანე წყალბადის განვითარებით და აქტიურად ცდილობს აღნიშნული მიმართულებით ევროპული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

ხსენებული მიზნით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და ნორვეგიული კომპანია Equinor–ის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, მწვანე წყალბადის სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლისა და გაზიარებისთვის.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა მდგრადი ენერგიის ახალი მიმართულებების, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიებისა და წყალბადის ენერგიის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას.

შეხვედრის მთავარი საკითხი აზერბაიჯანში წყალბადის მომავალი პროექტების განხორციელება იყო, მონაწილეებმა ასევე განიხილეს მისი ეკონომიკური ეფექტურობა ელექტროენერგიის ბაზარზე და განვითარების ახალი სტრატეგიები.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply