მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის “Saudi Aramco”-ის სუფთა მოგებამ მიაღწია 25.5 მილიარდ დოლარს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 288% -ით მეტია. კომპანიის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
წლის პირველი ნახევრისთვის სუფთა მოგებამ შეადგინა 47.2 მილიარდი დოლარი, რაც 103%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (23.2 მილიარდი დოლარი).
მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით “Saudi Aramco” დივიდენდებზე გამოყოფს 18,8 მილიარდ აშშ დოლარს.
კორპორაცია მაჩვენებლების გაუმჯობესებას ხსნის ნავთობის ფასების ზრდით და მსოფლიო მოთხოვნილების აღდგენით, ასევე კორონავირუსული შეზღუდვების შესუსტებით, მასობრივი ვაქცინაციით, ძირითად ბაზრებზე წამახალისებელი ღონისძიებებითა და აქტიურობების ზრდით.