გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ბუნებრივი აირის ფასი 1,000%-ზე მეტით გაიზარდა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბუნებრივი აირი იყო უხვად და იაფად. თუმცა, ახლა, შეერთებული შტატებიდან ავსტრალიაში მიწოდების შეწყვეტისა და აზიაში მოთხოვნის გაზრდის ფონზე, ფასებიც გაიზარდა – მაგალითად, ევროპაში, 2020 წლის მაისიდან, ბუნებრივი აირის ფასი ათასი(!) პროცენტით, ხოლო აზიური LNG-ის ფასი გასულ წელსს დაახლოებით ექვსჯერ გაიზარდა. შეერთებულ შტატებში, სადაც ფიქლის რევოლუციამ საგრძნობლად გაზარდა საწვავის წარმოება, ფასები ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზეა.

გაზის ფასების ზრდა საბოლოოდ იმოქმედებს მსოფლიო ეკონომიკის ყველა სექტორზე და გაზრდის ინფლაციის რისკს. აღნიშნული კი განსაკუთრებით დააზარალებს ღარიბ ქვეყნებს, რადგან, როგორც წესი, მათი ენერგეტიკული პოლიტიკა მორგებულია ბუნებრივ აირზე, რომელიც, მათი გათვლებით, დიდი ხნის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო იაფ საწვავად.

იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც გავლენა მოახდინეს გაზის ფასების ზრდაზე, არის ერთჯერადი – გამოწვეული კორონავირუსის გამო მიწოდების ჯაჭვის დარღვევითა და შემდგომ პანდემიის გავლენისგან ეკონომიკის მეტ-ნაკლებად განთავისუფლებით. ასევე, LNG-ის ექსპორტის ქარხნების გაჩერება,თუმცა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულის გარდა, მრავალი ქვეყნის მიერ ენერგეტიკული სტრატეგიების გადახედვამაც იქონია გავლენა – მათ გადაწყვიტეს ბუნებრივ აირზე გადასვლა, რათა სწრაფად და ეკონომიურად დაეწყოთ ნახშირბადის ემისიების შემცირება

შეზღუდული არჩევანის გამო, მოსალოდნელია, რომ სამყარო უფრო მეტად იქნება დამოკიდებული უფრო სუფთა წვის გაზზე, რაც ხელს შეუწყობს მწვანე მიზნების მიღწევას.

Leave a Reply