Author Archives: energy

მსოფლიო ბანკის მისია ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებს მსოფლიო ბანკის მისია გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ გასვიანმა და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა რუისი–აგარასა და აგარა-ზემო ოსიაურის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ამ დროისთვის 2 მონაკვეთის, რუისი–აგარასა და აგარა–ზემო ოსიაურის მშენებლობა ...

Read More »
აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური ფოტოები

აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური ფოტოები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით და იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური  ფოტოების გამოფენა. ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ ...

Read More »
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ მსჯელობა გაიმართა

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ მსჯელობა გაიმართა

საქართველოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ იმსჯელეს. ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანმრთელობის დაცვის უწყებებისა და სხვა სექტორული სამინისტროების წარმომადგენლებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პირველადი შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის მიზანია სტრატეგიული დოკუმენტებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის დაცვასთან ...

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს

საქართველო მიიჩნევს, რომ „გაზის სამხრეთის დერეფანს” ალტერნატივა არ გააჩნია, და სწორედ ეს პროექტი აქცევს საქართველოს გლობალურ და რეგიონალურ მნიშვნელოვან მოთამაშედ – განაცხადა „ნავთობისა და გაზის კორპორაციის” (GOGC) მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით, დავით ონიანმა. სააგენტო Trend-ის ცნობით, ონიანმა ეს განცხადება ბაქოში, სამშაბათს, კონფერენცია „ნავთობისა და გაზის კვირეული – 2015″ -ზე გააკეთა. მისი თქმით, Tanap-ის პროექტი არის მოვლენების განვითარების ერთადერთი სცენარი, რომელიც ...

Read More »
შვეიცარიულმა კომპანიამ ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტისთვის ვაგონები დაამზადა

შვეიცარიულმა კომპანიამ ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტისთვის ვაგონები დაამზადა

შვეიცარიულმა კომპანიამ Stadler Rail Group–ის ქარხანაში სამგზავრო ვაგონებმა შემოწმება გაიარა. აღნიშნული ვაგონები აზერბაიჯანის რკინიგზის დაკვეთით, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტისთვის დამზადდა. ვაგონების მზა კორპუსები აზერბაიჯანულმა დელეგაციამ დაათვალიერა. ვაგონები ოთხი კატეგორიით მზადდება: სტანდარტი, კომფორტი, ბიზნესი და რესტორანი. კატეგორიების მიხედვით, ვაგონები 10, 20 და 32–ადგილიანია. შეთანხმების თანახმად, პირველი 10 ვაგონი ექსპლუატაციაში 2016 წელს ჩაეშვება. წყარო: commersant.ge

Read More »
ფედერალური ბანკის მოსალოდნელი გადაწყვეტილება ნავთობის ფასს შეამცირებს

ფედერალური ბანკის მოსალოდნელი გადაწყვეტილება ნავთობის ფასს შეამცირებს

გუშინ დაახლოებით 2%-იანი ვარდნის შემდეგ დღეს ნავთობის ფასმა პოზიციების უმნიშვნელო გამყარება მოახერხა. ფედერალური სარეზერვო ბანკის წევრების მხრიდან გაკეთებული კომენტარები, წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის ცვლილებისა და საპროცენტო განაკვეთების აწევის შესახებ, არა მხოლოდ დოლარზე და ზოგადად სავალუტო ბაზარზე, ენერგოპროდუქტებზეც ახდენს გავლენას. ქვეყნები ნავთობს დოლარში ყიდულობენ. ფედერალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილება კი ავტომატურად გამოიწვევს დოლარის გამყარებას. ეს ფაქტი ლიდერი ვალუტის ფონზე ისედაც ...

Read More »
კახა კალაძე: გაზპრომის წარმომადგენლებთან შეხვედრის, პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია

გაზპრომის წარმომადგენლებთან შეხვედრის, პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორია. მისი თქმით, საქართველო 8 თვის განმავლობაში ელექტროენერგიას სწორედ რუსეთისგან იღებს. „სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულადაა ატეხილი „გაზპრომთან“ მიმართებაში. წლებია „გაზპრომთან“ გვაქვს ურთიერთობა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გაზს ვიღებდით მაშინაც კი, როდესაც 2008 წლის ომის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, ვიღებთ დღესაც და მივიღებთ მომავალშიც. მიზანმიმართულად პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ...

Read More »
ნასას მეცნიერებმა მარსზე წყლის კერები აღმოაჩინეს

ნასას მეცნიერებმა მარსზე წყლის კერები აღმოაჩინეს

მეცნიერების ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მარსზე მდინარე აღმოჩნდა. ნასამ პლანეტაზე შავი ზოლები შეისწავლა და განაცხადა, რომ აღნიშნული სავარაუდოდ გაყინული მარილიანი წყალია, რომელიც ზევიდან ქვევით თბილ პერიოდში მიედინება, ხოლო შემოდგომაზე კი კვლავ იყინება. მსგავსი კერები მეცნიერების განცხადებით პლანეტის დაახლოებით 7 ადგილზეა აღმოჩენილი. როგორც BBC მეცნიერებზე დაყრდნობით ამბობს, სურთებზე შავი ლაქები მიუთითებს იმაზე, რომ მარსზე წყალი პერიოდულობით მოედინება. ამავე ინფორმაციას ავრცელებს CNN, სადაც ...

Read More »

გაიზრდება თუ არა ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი?

სულ მალე ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი, შესაძლოა, გაიზარდოს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანია “გაზპრომთან” თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მოლაპარაკებას მართავს. როგორც გაზეთი რეზონანსი წერს, მას შემდეგ, რაც 2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ორ რუსულ გაზსადენზე აფეთქება მოხდა და შედეგად საქართველო შუა ზამთარში გაზის გარეშე დარჩა, ოფიციალურმა თბილისმა ენერგეტიკის სფეროს აზერბაიჯანული გაზით დივერსიფიცირება მოახდინა და რუსეთიდან შანტაჟის თავიდან ...

Read More »
გია ვოლსკი: რუსეთთან გაზის მიწოდების თემაზე მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა

გია ვოლსკი: რუსეთთან გაზის მიწოდების თემაზე მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, გია ვოლსკის შეფასებით, გაზის მიწოდების თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა და გამოწვევას წარმოადგენს. “რუსეთთან ასეთ საკითხზე მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა. გაზის მიწოდების თემაზე რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საერთოდ ენერგორესურსების მქონე ქვეყანასთან მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, რუსეთთან მოლაპარაკებები საფრთხილოა. ამ თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებები გამოწვევაა. ამასთან, არსებობს სატრანზიტო ვალდებულებები და პირობები, რომელიც ჩვენ მოძმე სომხეთს უკავშირდება და ...

Read More »