სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ მსჯელობა გაიმართა

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ მსჯელობა გაიმართა

საქართველოში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ იმსჯელეს.

ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჯანმრთელობის დაცვის უწყებებისა და სხვა სექტორული სამინისტროების წარმომადგენლებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პირველადი შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის მიზანია სტრატეგიული დოკუმენტებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების უზრუნველყოფა. შეფასების სისტემის დანერგვის შემდეგ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებს დაექვემდებარება სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, მრეწველობის, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის და ტურიზმის სფეროებში მომზადებული გეგმები და პროგრამები, რომლებმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინონ გარემოზე.

შეხვედრა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) პროგრამის „მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (EaP GREEN) ფარგლებში, ორგანიზაციის “GEO” მხარდაჭერით გაიმართა. პროგრამა „მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (EaP GREEN) მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც გულისხმობს: პოლიტიკის ინსტრუმენტების რეფორმირებას, ახალი ანალიტიკური საშუალებების დანერგვას, ფონდებთან ხელმისაწვდომობის ზრდას, არსებული რესურსების გაძლიერების ხელშეწყობასა და საჯარო, თუ კერძო სექტორში საპილოტე პროექტების განხორციელებას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის მაია ბიტაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით.

“დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ არის იმის დადფასტურება, რომ სამინისტრო წინ დგავს ნაბიჯებს, ასოცირების ხელშეკრულების, რეალობაში განხორციელების თვალსაზრისით. ვფიქრობ საბოლოო ჯამში ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად, ჩვენ გვექნება ნარჩენების ეროვნული სტრატეგია, რომელსაც პარალელურად ჩატარებული ექნება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, რაც ვფიქრობ ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ.

Leave a Reply