ნასას მეცნიერებმა მარსზე წყლის კერები აღმოაჩინეს

ნასას მეცნიერებმა მარსზე წყლის კერები აღმოაჩინეს

მეცნიერების ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში მარსზე მდინარე აღმოჩნდა. ნასამ პლანეტაზე შავი ზოლები შეისწავლა და განაცხადა, რომ აღნიშნული სავარაუდოდ გაყინული მარილიანი წყალია, რომელიც ზევიდან ქვევით თბილ პერიოდში მიედინება, ხოლო შემოდგომაზე კი კვლავ იყინება. მსგავსი კერები მეცნიერების განცხადებით პლანეტის დაახლოებით 7 ადგილზეა აღმოჩენილი.

როგორც BBC მეცნიერებზე დაყრდნობით ამბობს, სურთებზე შავი ლაქები მიუთითებს იმაზე, რომ მარსზე წყალი პერიოდულობით მოედინება.

ამავე ინფორმაციას ავრცელებს CNN, სადაც ნათქვამია, რომ მარსზე მეცნიერებმა მართლაც მიაგნეს წყალს და ის ნიადაგის ღრმა ფენებშია. სპეციალისტები ამბობე იმასაც, რომ პლანეტის ზედაპირის გარკვეული მონაკვეთი ნოტიოა.

“ეს საოცარი აღმოჩენაა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მარსის ზედაპირზე წყალი მიედინება”, – განაცხადა  ვაშინგტონში გამართულ პრეზენტაციაზე, Nasa-ის მეცნიერების მისიის დირექტორატის ასოცირებულმა წევრმა ჯონ გრუნსფელდმა.

მეცნიერებმა მარსზე გაყინული წყლის არსებობის შესახებ ადრეც განაცხადეს. 2010 წელს კი ნასამ აღნიშნა, რომ მარსზე რამოდენიმე მილიონი წლის წინ სავარაუდოდ ტბებიც იყო.

 

Leave a Reply