საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნუგზარ გასვიანმა და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა რუისი–აგარასა და აგარა-ზემო ოსიაურის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ამ დროისთვის 2 მონაკვეთის, რუისი–აგარასა და აგარა–ზემო ოსიაურის მშენებლობა მიმდინარეობს. რუისი–აგარას 19–კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულების სტადიაზეა. აღნიშნული მონაკვეთი ოქტომბრიდან გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე ეტაპობრივად გადაერთვება.
მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთებზე სამუშაოებზე მნიშვნელოვანი პროგრესია და, ამასთანავე, ხარისხიანად მიმდინარეობს.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრები და საგზაო ობიექტების მონიტორინგი ერთი კვირა გაგრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარამენტის წარმომადგენლის ნუგზარ გასვიანის თქმით მსოფლიო ბანკი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებარე მონაკვეთებს, გეგმიურ მონიტორინგს უწევს.
“საავტომობილო გზის ექსპლუატაციამდე გაშვებამდე, მსოფლიო ბანკის მიერ წარმოებს გეგმიური მონიტორინგი, შესაბამისად, მათ მიერ ხდება აღნიშნული მონაკვეთის სრული დათვალიერება. ეს არის 19 კილომეტრიანი რუისა-აგარას საავტომობილო გზა. ოთხ ზოლიანი ცემენტო-ბეტონის საფარით. ამავე დროს მსოფლიო ბანკის მისია აწარმოებს, აგარა-ზემო ოსიაურის მშენებარე მონაკვეთის მონიტორინგს, სადაც სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე იქნა დაწყებული”, – განაცხადა საავტომობილო გზების გეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა.