რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით და იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური ფოტოების გამოფენა.
ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და აფხაზეთიდა იძულებით გადაადგილებული პირები.










































