Author Archives: admin

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

საბერძნეთში გაზის კიდევ ერთი დიდი ტერმინალი აშენდება

საბერძნეთში, ალექსანდროპოლისში, თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად ქვეყნის მეორე ტერმინალი აშენდება. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. მშენებლობაზე საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება პროექტის ოპერატორმა, Gastrade SA-მ მიიღო. ქვეყანაში თხევადი ბუნებრივი აირის ერთი ტერმინალი, Revithoussa LNG უკვე ფუნქციონირებს, რომელიც ათენიდან 45 კილომეტრში მდებარეობს და კომპანია DESFA-ს ეკუთვნის. 2021 წელს Revithoussa LNG-მა 2,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო. ახალი მცურავი ტერმინალი, რომლის სიმძლავრე წელიწადში 5,5 მილიარდი კუბური ...

Read More »

„საქნახშირი“ – მაღაროს სამი დღით გაჩერების გადაწყვეტილებას მივიღებთ, კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება სამუშაოები

„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილ სოცკის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად კომისია მუშაობს. მიხაილ სოცკის თქმით, მაღარო ამ ეტაპზე მუშაობას სამი დღით შეაჩერებს და კომისიის მუშაობის შედეგებს დაელოდებიან. „ეს საშინელი მოვლენაა. ვცდილობთ, გავერკვეთ ამ ვითარებაში. გუშინდელიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს. 20 წუთში გაიმართება საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა. ჯერჯერობით, მივიღებთ მაღაროს 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის ...

Read More »

რა მოხდება, თუ ევროპაში რუსული გაზის მიწოდება შეჩერდება? – სამი შესაძლო სცენარი

დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინის გამო ბოლოდროინდელმა დაძაბულობამ ევროკავშირი აიძულა, რომ ენერგორესურსების მიღების ალტერნატიული გზები იპოვოს. გასულ კვირას ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. საფრანგეთში ევროპელ ენერგეტიკის მინისტრებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

გერმანელები ავტომობილის საწვავის ავზის შესავსებად პოლონეთში დადიან

გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე არსებული რეკორდული ფასები მომხმარებელს ავზის შესავსებად პოლონეთში გადასვლისკენ უბიძგებენ გერმანულ პორტალ RBB24-ის ინფორმაციით, გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის ბენზინის ფასი 1,74 ევრო ღირს, დიზელის საწვავი კი – 1,66 ევრო. გერმანიის მოსაზღვრე პოლონეთში ანალოგიური ბენზინის 52 ევროცენტით ნაკლებად შეძენის შესაძლებლობა უამრავ გერმანელს, განსაკუთრებით პოლონეთს უშუალოდ მიმდებარე ბრანდენბურგის მხარიდან, ავზის შესავსებად პოლონეთში გადასვლისკენ უბიძგებს. პოლონეთი, ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნების ...

Read More »

ბორელი: თუ რუსეთი გაზის მომარაგებას შეაფერხებს, EU აზერბაიჯანთან და კატართან მოილაპარაკებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ თუ რუსეთი ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას შეამცირებს ან შეაჩერებს, ევროკავშირი, გაზთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, კატართან და აზერბაიჯანთან. “მზად ვართ თუ დიპლომატია ვერ გაამართლებს და განვიხილავთ ყველა ვარიანტს. ეს მოიცავს ჩვენი გამძლეობის გაუმჯობესებასაც, რაც მოიცავს მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, კატარი და აზერბაიჯანი, ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიწოდებას ...

Read More »
ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე 300 ტონამდე ნავთობი დაიღვარა

ეკვადორში, ამაზონის ტერიტორია მდინარეში ჩაღვრილმა ნავთობმა დააბინძურა

ეკვადორში, ამაზონის ტროპიკული ტყეების დაცულ ზონაში, დაბინძურდა მდინარე, რომლითაც აბორიგენი მოსახლეობა მარაგდება. ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის მილსადენი დაზიანდა და ნავთობი მდინარეში ჩაიღვარა, – ამის შესახებ Al Jazeera წერს. .შემთხვევა კაიამბე-კოკას ეროვნულ პარკში მოხდა. ჯამში, 2 ჰეტრამდე ტერიტორია დაბინძურდა. დაცული ტერიტორია, რომელიც 400 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს, ეკოსისტემის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მდინარე კოკა ამფიბიათა მრავალი სახეობის საბინადრო გარემოა. არსებული ინფორმაციით, ნაპოს პროვინციაში ძლიერი წვიმა იყო, რამაც ღვარცოფი ...

Read More »

იანვარში, საქართველომ რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” (ესკო) ვებგვერდზე ატვირთული იანვრის თვის ოპერატიული მონაცემების თანახმად, იანვრის 30 დღეში მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა რეკორდულია 2007 წლიდან დღემდე პერიოდისთვის ესკოს ვებგვერდზე ატვირთული 30 დღის ოპერატიული მონაცემებით, საქართველოს მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა შეადგენს 1 მილიარდ 379 მილიონ 82 ათას კვტ.სთ, რაც 2021 წლის იანვარში მომხმარებლისთვის მიწოდებულ მოცულობაზე (1 182, 001 მლნ კვტ.სთ) 17%-ით, ხოლო შარშან, ...

Read More »

დავით ნარმანია: ზოგიერთ მომხმარებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ მას ორმაგად დაერიცხა

“ზოგიერთ მომხმარებელს მიუვიდა ორი ქვითარი, ერთი 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე და მეორე 10 დეკემბრიდან დეკემბრის ბოლომდე. თუმცა, როცა 30-31 დეკემბერს აიღეს გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებთან მაჩვენებლები, ახალი წლების დღეები ემთხვეოდა, დასვენების დღეები იყო თან გამოცხადებული და შესაბამისად, ყველასთან ეს სმს და ქვითარი არ დაგზავნილა, ამიტომ ბოლო დღეებში აღებულის ნაწილი დაიგზავნა იანვარში. ამიტომ, ზოგიერთ მომხმარებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ მას ორი ქვითარი მიუვიდა ...

Read More »

მწვანე ენერგეტიკის დანერგვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის მომგებიანია

ევროპა მასშტაბური ენერგოკრიზისის საფრთხის წინაშე დგას. უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაში რეალურად შესაძლებელია, რომ რუსეთი კონტინენტისთვის გაზის მიწოდებას ან სრულად შეწყვეტს, ან მნიშვნელოვნად შეამცირებს. ევროკავშირი მოხმარებული გაზის 40%-ს  სწორედ რუსეთიდან იღებს, შესაბამისად, სწორედ რუსეთია ევროპისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი. რადგანაც დღეს 120 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან დგას, ევროპას მოუწევს ამ აღმაშფოთებელ გამოწვევაზე რაღაც პასუხის გაცემა, პარალელურად კი თავისი ენერგეტიკული მოთხოვნების ...

Read More »

გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება

გარემოსდაცვითი ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები მკაცრდება, – ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შედის. სანქციების ცვლილებები შეეხება რეკულტივაციის საკითხებს, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტებთან დაკავშირებული საკითხებს, ასევე დაურეგულირებელ თევზჭერას, ჰაერის დაბინძურებას, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებისა და რეგულირების საკითხს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განაცხადა, ...

Read More »