“ზოგიერთ მომხმარებელს მიუვიდა ორი ქვითარი, ერთი 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე და მეორე 10 დეკემბრიდან დეკემბრის ბოლომდე. თუმცა, როცა 30-31 დეკემბერს აიღეს გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებთან მაჩვენებლები, ახალი წლების დღეები ემთხვეოდა, დასვენების დღეები იყო თან გამოცხადებული და შესაბამისად, ყველასთან ეს სმს და ქვითარი არ დაგზავნილა, ამიტომ ბოლო დღეებში აღებულის ნაწილი დაიგზავნა იანვარში. ამიტომ, ზოგიერთ მომხმარებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ მას ორი ქვითარი მიუვიდა და ორმაგად დაერიცხა”, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ეთერში საუბრობს.
“ადრე დედაქალაქში ინკასატორები მოდიოდნენ და თვის სხვადასხვა დღეს იღებდნენ მონაცემებს, პირობითად ვთქვათ 10 ოქტომბერი, შემდეგ 10-11 ნოემბერი, ერთი დღე +/-, 10 დეკემბერი და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ თვე თვეში დაჯდეს და აღრიცხვიანობა იყოს მოწესრიგებული ჯამურად, მნიშვნელოვანია, რომ ყოველი თვის ბოლოს იქნას მონაცემები აღებული. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე, მრიცხველების წაკითხვა დედაქალაქშიც, დეკემბრის ბოლოდან დაწყებული, ხდება თვის ბოლო რიცხვებში, ეს არის 28-29-30-31 რიცხვები და აწი ყოველთვის ეს ასე იქნება.
მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბერი იყო ე.წ. გარდამავალი პერიოდი, დეკემბერში მოხდა ესეთი რამ, ერთი თვე აღებული ხომ იყო შუა რიცხვიდან შუა რიცხვამდე, ანუ ნოემბრის 10-დან დეკემბრის 10 რიცხვამდე, ეს ერთი სმს მომხმარებელს მიუვიდა და მეორე სმს მიუვიდა დეკემბრის 10-დან დეკემბრის ბოლომდე მოხმარებული, რომ შემდეგ უკვე მონაცემების აღება ყოველთვის თვის ბოლოს დაიწყოს. ამიტომ, ზოგიერთ მომხმარებელს მიუვიდა ორი ქვითარი, ერთი 10 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე და მეორე 10 დეკემბრიდან დეკემბრის ბოლომდე. თუმცა, როცა 30-31 დეკემბერს აიღეს გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებთან მაჩვენებლები, ახალი წლების დღეები ემთხვეოდა, დასვენების დღეები იყო თან გამოცხადებული და შესაბამისად, ყველასთან ეს სმს და ქვითარი არ დაგზავნილა, ამიტომ ბოლო დღეებში აღებულის ნაწილი დაიგზავნა იანვარში. ამიტომ, ზოგიერთ მომხმარებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ მას ორი ქვითარი მიუვიდა და ორმაგად დაერიცხა.
თუ ვინმეს იანვრის დასაწყისში მიუვიდა სმს შეტყობინება და ქვითარი, ეს იქნებოდა დეკემბრის ბოლოს აღებული მაჩვენებლების მიხედვით, ანუ არასრული დეკემბრის თვე, ხოლო იანვრის ბოლოს რაც მიუვიდა, ეს არის სრული იანვარი.
აწი მომხმარებლებს თვეში ორჯერ გადახდა აღარ მოუწევთ, რადგან ეს სისტემა უკვე გასწორდა იანვრის ბოლოსთვის და აწი ყოველთვის თვის ბოლოს მიუვათ ქვითარი და თვეში ერთხელ ექნებათ გადასახდელი.
თუ ვინმეს მაინც ეჭვი ეპარება იმაში, რომ გაცილებით მეტი თანხა მოუვიდა გადასახდელი, ვიდრე საშუალოდ თვეში ხარჯავდა, ჩვენ ყველა განაცხადს ვსწავლობთ.” – განაცხადა დავით ნარმანიამ.