საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

გერმანელები ავტომობილის საწვავის ავზის შესავსებად პოლონეთში დადიან

გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე არსებული რეკორდული ფასები მომხმარებელს ავზის შესავსებად პოლონეთში გადასვლისკენ უბიძგებენ

გერმანულ პორტალ RBB24-ის ინფორმაციით, გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის ბენზინის ფასი 1,74 ევრო ღირს, დიზელის საწვავი კი – 1,66 ევრო.

გერმანიის მოსაზღვრე პოლონეთში ანალოგიური ბენზინის 52 ევროცენტით ნაკლებად შეძენის შესაძლებლობა უამრავ გერმანელს, განსაკუთრებით პოლონეთს უშუალოდ მიმდებარე ბრანდენბურგის მხარიდან, ავზის შესავსებად პოლონეთში გადასვლისკენ უბიძგებს. პოლონეთი, ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნების მიზნით, 1 თებერვლიდან დღგ-ის შემცირებას გეგმავს, რაც, ცხადია, კიდევ უფრო მეტად გაზრდის ე.წ. საწვავის ტურიზმში ჩართულ გერმანელთა რაოდენობას, – წერს RBB24.

გამოკითხულ გერმანელთა 61% წუხილს გამოთქვამს საწვავის მაღალი ფასის გამო და მათი 40% ავტომობილის უფრო ნაკლებად გამოყენებას გეგმავს. გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ მალე უარს იტყვის ავტომობილზე და მხოლოდ 24% აცხადებს, რომ არანაირი რეაქცია არ აქვთ საწვავის ფასის ზრდაზე.

პორტალი აღნიშნავს, რომ ექსპერტები ავტომობილის საწვავზე ფასის კლებას არ მოელიან, მოლოდინი ფასის მატებისა კი დიდია, თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ გადასახადი სათბურის აირზე ახლანდელი ტონაზე 30 ევროდან თანდათანობით გაიზრდება და 2025 წლისთვის 55 ევრო გახდება.

Leave a Reply