Author Archives: admin

ნინო ლაცაბიძე: მაქსიმალურად შევეცდებით, ხელი შევუწყოთ საწარმოო პროცესის გაუმჯობესებას, რათა ჩვენს ქალაქში ჰაერის გაუმჯობესების ტენდენცია კიდევ უფრო დავაჩქაროთ

რუსთავში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულებისა მიზნით, საწარმოების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი მცირე საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც ცემენტის, გაჯისა და კირის მწარმოებელი მცირე კომპანიები ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო, რა პრობლემების გადაჭრაა საჭირო იმისთვის, რომ მათ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები დროულად შეასრულონ. „რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში მუნიციპალიტეტი ისევ აქტიურადაა ...

Read More »

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში მენავთობეები გაიფიცნენ

15 თებერვალს ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში, სადაც იანვარში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, გაიფიცნენ ნავთობკომპანია „ოზენმუნაიგაზის“ მუშები. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ავტოსადგურზე, საიდანაც ისინი ჩვეულებრივ მიჰყავთ ხოლმე ნავთობის საბადოებზე. ორგანიზაციის თანამშრომლებმა დამქირავებლისგან მოითხოვეს შრომის პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა. გარდა ამისა, გაფიცულები ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეწყდეს წამება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იანვრის მიტინგების დროს დაპატიმრებულები. „დამწუხრებული ვართ, რომ ჟანაოზენში დაწყებული მშვიდობიანი მიტინგი ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში ...

Read More »

გაზისა და ბირთვულ ენერგიას, როგორც „მწვანე“ გარდამავალ ენერგიებს, ზოგიერთი ქვეყნისა და კამპანიის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად ევროკომისიამ მხარი დაუჭირა

ევროკომისიის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ გაზისა და ბირთვული ენერგიის წყაროები ევროკავშირის მდგრად ფინანსურ ტაქსონომიაში მოხვდება. ტაქსონომია ტექნიკური წესების სახელმძღვანელოა, რომელიც ინვესტორებს ისეთი პროექტების განვითარებისკენ მოუწოდებს, სადაც კლიმატის ცვლილებები იქნება გათვალისწინებული. მრავალთვიანი განხილვისა და ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან სამართლებრივი მუქარების მიუხედავად, ევროკომისიამ 2 თებერვალს წიაღისეული გაზისა და ბირთვული რესურსები მწვანედ დაამტკიცა. ევროკავშირის ფინანსთა კომისარმა მაირედ მაკგინესმა განაცხადა, რომ ნახშირიდან განახლებად ...

Read More »

ევროკომისიის ხელმძღვანელი: ევროკავშირი გაუმკლავდება რუსული გაზის მიწოდების შემცირებას

რუსული გაზის მიწოდების ნაწილობრივი შეწყვეტა ევროკავშირს საფრთხეს არ უქმნის – ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ზომები. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მოდელები რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების ნაწილობრივი შეფერხების ან შემდგომი შემცირების შემთხვევაში, რაც ევროკავშირს აქვს, აჩვენებს, რომ თანამეგობრობა “საკმაოდ უსაფრთხო სიტუაციაშია”. გარდა ამისა, ევროკავშირმა განიხილა თხევადი და ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო გაზრდა აშშ-სთან, ყატართან, ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 44 000 აშშ დოლარს ისევ გადასცდა

ბიტკოინის კურსი 5.2%-ით გაიზარდა და $44,449 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. რუსეთის განცხადების შემდეგ, რომ ჯარისკაცების ნაწილი წვრთნების დასრულების შემდეგ რეგულარულ ბაზებზე ბრუნდება, ზრდა დააფიქსირეს აშშ-სა და ევროპის სააქციო ბაზრებმა. ბოლო თვეებში კრიპტოვალუტა რისკის შემცველ აქტივებთან არის დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

ენერგეტიკის სფეროში საკადრო ცვლილებებზე საუბრობენ

მთავრობა ენერგეტიკის დარგში, სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებს იწყებს. პირველი შეიძლება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) აღმოჩნდეს. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ, კონფიდენციურობის პირობის დაცვით აცნობა. წყარო ირწმუნება, რომ გუშინ, 15 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორს უჩა უჩანეიშვილს გადადგომის შესახებ მთავრობიდან აცნობეს, თუმცა ინფორმაციას კომპანიაში არ ადასტურებენ. ,,გენერალური დირექტორი დღეს ოფიციალურად  სამსახურში იმყოფება. არ ვფლობთ არანაირ ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ არც ახლა ...

Read More »
ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანში ნავთობის მოპოვება 21%-ით გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC-ის ბოლო ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, იანვრის თვეში ირანში ნედლი ნავთობის მოპოვებამ მიაღწია 2,503 მილიონ ბარელს დღეში, რაც 21%-ით მეტია 2021 წლის დეკემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2021 წლის დეკემბრის თვეში ირანი მოიპოვებდა  2,482 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს დღეში, ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში ისლამურ რესპუბლიკაში ნავთობის საშუალო მოპოვებამ შეადგინა 2,480 მილიონი ბარელი/დღეში, რაც 40 000 ბარელით/დღეში ...

Read More »

ოკეანეების პლასტიკური დაბინძურება საგანგაშო დონეზეა

ასობით აკადემიური კვლევის მიმოხილვის მიხედვით, ოკეანეების პლასტმასის მასალით დაბინძურება საგანგაშო დონეს აღწევს და გაიზრდება მაშინაც კი, თუ მნიშვნელოვანი ზომები იქნება მიღებული ასეთი ნარჩენების მსოფლიო ოკეანემდე მიღწევის შესაჩერებლად. გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტის მიმოხილვამ, რომელიც გარემოსდაცვითი ჯგუფის, WWF-ის დაკვეთით ჩატარდა, შეისწავლა თითქმის 2600 კვლევითი ნაშრომი ამ თემაზე, რათა მიმოხილვა მიმდინარე თვის ბოლოს დაგეგმილ გაეროს შეხვედრას მიაწოდოს. “ჩვენ მას ვპოულობთ ოკეანის ღრმა თხრილებში, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 15 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 93,28 (- 3,20)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,07  (- 3,39)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

საქართველოს რთული გზა ქარის ენერგიის განვითარებისკენ

გორში, მთავარი საგზაო მაგისტრალიდან კარგად ჩანს ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ქარის ტურბინები. ტურბინების ეს პარკი, რომელიც ექვსი ტურბინისგან შედგება და თითოეულის სიმძლავრე 3.45 მეგავატია, ერთადერთია საქართველოში, რომელიც ქარის ენერგიას გამომუშავებს და იქვე უერთდება ერთიანი ელექტრონული სისტემის ქსელს. ქარის ენერგიის წილი წლიურ ბალანსში ამჟამად ერთი პროცენტიც არ არის.  მთავრობის გათვლით, არსებული შეზღუდვების მიუხედავად, 2025 წლისთვის საქართველოში ქარის ენერგეტიკა უფრო განვითარებული უნდა იყოს. ჯერ რთულია თქმა, რამდენი პროცენტი ...

Read More »