ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანში ნავთობის მოპოვება 21%-ით გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC-ის ბოლო ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით, იანვრის თვეში ირანში ნედლი ნავთობის მოპოვებამ მიაღწია 2,503 მილიონ ბარელს დღეში, რაც 21%-ით მეტია 2021 წლის დეკემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წლის დეკემბრის თვეში ირანი მოიპოვებდა  2,482 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს დღეში, ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში ისლამურ რესპუბლიკაში ნავთობის საშუალო მოპოვებამ შეადგინა 2,480 მილიონი ბარელი/დღეში, რაც 40 000 ბარელით/დღეში მეტია წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით.

OPEC-მა 2021 წელს ირანული ნავთობის საშუალო მოპოვება შეაფასა 2,405 მილიონი ბარელის ოდენობით დღეში, ხოლო 2020 წლის საშუალო მოპოვება – 1,988 მილიონი ბარელის ოდენობით/დღეში.

ეს სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-ის სანქციების ხელახალი დაწესების მიუხედავად, ირანში ნავთობის მოპოვება შემცირდა, მაგრამ ქვეყანამ თანდათან შეძლო მოპოვების შემცირების ნაწილის კომპენსირება.

Leave a Reply