გაზისა და ბირთვულ ენერგიას, როგორც „მწვანე“ გარდამავალ ენერგიებს, ზოგიერთი ქვეყნისა და კამპანიის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად ევროკომისიამ მხარი დაუჭირა

ევროკომისიის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ გაზისა და ბირთვული ენერგიის წყაროები ევროკავშირის მდგრად ფინანსურ ტაქსონომიაში მოხვდება. ტაქსონომია ტექნიკური წესების სახელმძღვანელოა, რომელიც ინვესტორებს ისეთი პროექტების განვითარებისკენ მოუწოდებს, სადაც კლიმატის ცვლილებები იქნება გათვალისწინებული.

მრავალთვიანი განხილვისა და ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან სამართლებრივი მუქარების მიუხედავად, ევროკომისიამ 2 თებერვალს წიაღისეული გაზისა და ბირთვული რესურსები მწვანედ დაამტკიცა.

ევროკავშირის ფინანსთა კომისარმა მაირედ მაკგინესმა განაცხადა, რომ ნახშირიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლა „შეიძლება ნიშნავდეს არასრულყოფილი გადაწყვეტილებების მიღებას“.

სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები წინააღმდეგობას არ წყვეტენ. „გთხოვთ, მინდა შეგატყობინოთ ძარცვის მცდელობის შესახებ“, წერს Greenpeace-ის ევროკავშირის მდგრადი ფინანსური კამპანიის წარმომადგენელი არიადნა როდრიგო.

„ვიღაც ცდილობს მილიარდობით ევრო წაართვას განახლებადი ენერგიის წყაროებს და ჩაძიროს იმ ტექნოლოგიებში, რომლებიც ან არაფერს აკეთებს კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად, როგორიცაა ბირთვული ენერგია, ან რომელიც უარესად ამძიმებს პრობლემას, როგორიც წიაღისეული აირია.

 

  • როგორ იყოფა ევროკავშირის ქვეყნების აზრი წიაღისეული გაზსა და ბირთვულ საკითხებში?

ევროკავშირმა ამ შემთხვევამდე მწვანე ენერგიებად მზის, გეოთერმული, წყალბადის, ქარის, ჰიდრო და ბიო ენერგია მოიხსენია.

წიაღისეული გაზისა და ბირთვული ენერგიების ჩართვა, “მდგრადობის კარგ სტატუსს ლახავს”, – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა, როცა დოკუმენტის პროექტი 2021 წლის ახალ წელს პირველად გამოცხადდა.

ევროკომისიის განმარტებით, ტაქსონომიური კლასიფიკაცია არ განსაზღვრავს, იქნება თუ არა გარკვეული ტექნოლოგია წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკული მიქსების ნაწილი.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინვესტიციების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის მტკიცედ განსაზღვრული პოზიციები შეიცვალოს, თუმცა, გაზისა და ბირთვული ენერგიის მწვანე გარდამავალ ენერგიად მიღებას, შეუძლია რესურსების ატომურ ელექტორსადგურებში განაწილებისთვის, უფრო მეტი მანდატი მისცეს ამ სახის ენერგიების მხარდამჭერ ქვეყნებს, მაგალითად როგორიცაა საფრანგეთი.

10 ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და რუმინეთი ითხოვენ ინკლუზიორობას, მათ უმეტესობას უკვე აქვს ბირთვული ენერგია თავის ეროვნული ენერგეტიკაში.

მეორე მხრივ, გერმანია, ავსტრია, ლუქსემბურგი და ესპანეთი კატეგორიულად დაუპირისპირდნენ ატომურ ენერგიას, რომელიც თავისი ტოქსიკური ნარჩენებით, მათი თქმით, არღვევს ევროკავშირის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრინციპს – ხელშესახები ზიანი არ მიაყენონ გარემოს.

 

  • როგორ გადაწყვეტს ევროკომისია, რომელი გაზისა და ბირთვული აქტივობებია „კლიმატისთვის უსაფრთხო“?

ევროკომისია ამტკიცებს, რომ შერჩეული პროექტები საშუაებას მისცემს ევროპას თავი დაანებოს ისეთი კლიმატისთვის მეტი ზიანისმომტან, დამაბინძურებელი რესურსების გამოყენებას, როგორიცაა ქვანახშირი.

მკაცრი პირობები დაწესდება ორ სექტორზე. წიაღისეული გაზით მომუშავე სადგურებს ექნებათ CO2-ის ემისიების გავცელების ლიმიტი – 270 გრამი კილოვატ საათში და მათ მოუწევთ სრულად გადავიდნენ განახლებად ან დაბალი ნახშირბადის გაზებზე 2035 წლისთვის. რაც მთავარია, მათ შეეძლიათ მხოლოდ არსებული ქვანახშირის ნაგებობების შეცვლა, რომლებიც შეუძლებელია შეიცვალოს განახლებადი ენერგიის წყაროებით.

ამავდროულად, ატომურ სადგურებს მოუწევთ დააკმაყოფილონ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები, რომ ტაქსონომიის ნაწილი გახდნენ და მიიღონ მშენებლობის ნებართვა არაუგვიანეს 2045 წლისა.

Euronews-თან ანონიმურად საუბრისას, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ არც გაზი და არც ბირთვული ენერგია არ არის განახლებადი და საბოლოო გადაწყვეტილება არის „დაბალანსებული კომპრომისი, რომელიც ყველა შეხედულებას ითვალისწინებს“.

ევროპის ქვენყენების მაგალითზე საქართველოს საკმაოდ მომგებიანი პოზიცია უჭირავს, რადგან ქვეყანას აქვს რესურსი გარემოსა და კლიმატისთვის უსაფრთხო ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის რესურსების ათვისებით არამხოლოდ ქვეყნის ენერგომოხმარებისთვის საკმარისი ელ.ენერგია გამოიმუშაოს, არამედ სუფთა, მწვანე ელ.ენერგიით საზღვარგარეთაც ივაჭროს, რაზე მოთხოვნაც სულ უფროდაუფრო მაღალი ხდება.

ასეთი მომგებიანი პოზიციის მიუხედავად, საქართველოში განახლებადი რესურსების ათვისება მაინც გამუდმებით წინააღმდეგობის წინაშე დგას.

განახლებადი პროექტების შეჩერებაზე ორიენტირებული „მწვანე“ ორგანიზაციები და დაჯგუფებები ყველაზე მძაფრად ჰიდრორესურსების ათვისებას ეწინააღმდეგებიან. მნიშვნელობა არ აქვს პროექტის სპეციფიკაციასა და მასშტაბს, განურჩევლად იმისა წყალსაცავიანი პროექტი თუ სადგური მდინარის მოდინებაზე მუშაობს, 433 მეგავატიანი პროექტი, თუ 5 მეგავატიანი უკომპრომისო პროტესტი ყველა სადგურებზე ერთნაირად მოდის.

განსხვავებულ პროექტებზე ჩნდება ერთიდაიმავე სახის მითები, მდინარეში წყლის დაშრობაზე, კაშხლის დატბორვასა და 34 მეტრიანი ტალღების მოვარდნაზე, სადაც წყალსაცავი არაა, კი სხვადასხვა ბინადარი ცხოველების ჰაბიტატის ხელყოფაზე, რომელთა ბინადრობა პროექტის ზეგავლენის არეალში არც კი ფიქსირდება.

მითები უთვალავია შედეგი კი ერთი, იმ ფონზე, როცა ევროპა ნახშირის გამოყენების აღმოსაფხვრელადა და კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად ნებისმიერ ალტერნატივას მიმართავს და დადგენილი საზღვრებით გაზისა და ბირთვული ენერგიის „გამწვანებსაც“ კი არ ერიდება, საქართველოში განვითარების სხვადასხვა ეტაპზე 90-მდე განახლებადი პროექტია გაჩრებული.

Leave a Reply