ბიტკოინის კურსი 5.2%-ით გაიზარდა და $44,449 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.
რუსეთის განცხადების შემდეგ, რომ ჯარისკაცების ნაწილი წვრთნების დასრულების შემდეგ რეგულარულ ბაზებზე ბრუნდება, ზრდა დააფიქსირეს აშშ-სა და ევროპის სააქციო ბაზრებმა.
ბოლო თვეებში კრიპტოვალუტა რისკის შემცველ აქტივებთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.