Author Archives: admin

ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 46$-ზე დაბლა დაეცა

IEA-მ მსოფლიო ნავთობის მარაგების ზრდა დააანონსა

მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კომერციული მარაგი აგვისტოში ივლისთან შედარებით 36,5 მილიონი ბარელით გაიზარდა, ხოლო OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნებში – 15 მილიონი ბარელით. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ოქტომბრის ანგარიშზე დაყრდნობით, ინდიკატორები კვლავ ხუთწლიან საშუალოზე დაბალი იყო. „აგვისტოში გლობალური მარაგები გაიზარდა 36,5 მილიონი ბარელით, რადგან ხმელეთზე მარაგების შემცირება (-27,8 მილიონი ბარელი) კომპენსირდება ოფშორული ნავთობის მარაგების ზრდით (+64,3 მილიონი ბარელი)“, ნათქვამია ...

Read More »

ნავთობსადენ “დრუჟბის” დაზიანებული მონაკვეთი აღდგენილია

პოლონეთის ოპერატორ PERN-ის ტექნიკური სამსახურის ცნობით, სრულიად აღდგა ნავთობსადენ “დრუჟბის” ის მონაკვეთი, რომელზეც ცოტა ხნის წინ გაჟონვა მოხდა. როგორც კომპანია PERN-ი აცხადებს, ნავთობის გადატუმბვა ნავთობსადენის ამ მონაკვეთზე განახლდა. რუსეთიდან მომავალ ნავთობსადენ „დრუჟბაზე,“ რომელიც რუსეთს აკავშირებს ევროპის ქვეყნებთან, 11 ოქტომბერს მოხდა გაჟონვა. მილსადენის მეორე მილი, რომელიც უნგრეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს აკავშირებს, ნორმალურად მუშაობდა. როგორც კომპანია PERN-ი (რომელიც მილსადენს ამუშავებს), იტყობინებდა, დაზიანდა ...

Read More »

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს ყაზახ-საგურამოს 1000 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 88,9-43,4 კილომეტრებს შორის, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მ/წ-ის 18 ოქტომბრის 09:00 საათიდან 19 ოქტომბრის 09:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ლემშვენიერას, ქესალოსა და ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურების-ის მომხმარებლებს. გაზის მიწოდების პროცესი ასევე შეეზღუდებათ, გარდაბნის ...

Read More »

კომპანია ENKA “ნამახვანჰესის” პროექტით ისევ დაინტერესებულია?

თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ENKA “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგება. ამ საკითხზე მან BMGtv-ის გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა. “იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოში შემოსული ინვესტორები, პროექტების ვერ განხორციელების გამო საარბიტრაჟო სასამართლოში წავიდნენ, თუმცა ამ ეტაპზე [ENKA-ს შემთხვევაში] მთავრობასთან მოლაპარაკებებში არიან და ვფიქრობ, ეს მოლაპარაკება მალე შედგება. არ მგონია, რომ ეს ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი თითქმის $2-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,84 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 96,14 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

რუსეთი მზად არის გაზარდოს თურქეთისთვის ნავთობის მიწოდების მოცულობა

რუსეთი მზად არის გაზარდოს თურქეთისთვის ნავთობის მიწოდების მოცულობა, მაგრამ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის კომერციულ კომპანიებს შორის, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა REW-2022-ის ფარგლებში. “დიახ, ჩვენ განვიხილავთ საკითხს ჩვენს კოლეგებთან (თურქეთში ნავთობის მიწოდების გაზრდის საკითხს). ჩვენ მზად ვართ მიწოდება გავზარდოთ. ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ თურქული კომპანიების ინტერესს მეტი რუსული ნავთობის შესაძენად. მაგრამ ეს არის კომერციული საკითხი, რომელიც ...

Read More »

ევროკავშირმა გაზის ერთობლივად შესყიდვის პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადა

ევროკავშირს ჯერ არ განუხორციელებია „ლურჯი საწვავის“ ერთობლივი შესყიდვები, თუმცა გაზაფხულზე შეიქმნა სპეციალური პლატფორმა მსგავსი ოპერაციებისთვის. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ტიმ მაკფიმ განაცხადა. მან გაიხსენა, რომ ევროკავშირმა შექმნა ენერგეტიკული პლატფორმა. ევროკომისიის მასალებში მითითებულია, რომ ის ჩამოყალიბდა აპრილში, გეგმის თანახმად, პლატფორმა მთავარ როლს შეასრულებდა მოთხოვნის გაერთიანებაში, ინფრასტრუქტურის გამოყენების კოორდინაციაში, საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებსა და ევროკავშირში ბუნებრივი აირისა და წყალბადის ერთობლივი შესყიდვისთვის მომზადებაში. პლატფორმა ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

„მწვანეებმა“ გერმანიაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურების მუშაობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს

გერმანულმა „მწვანეთა“ პარტიამ მხარი დაუჭირა გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედი ატომური ელექტროსადგურების მუშაობის გახანგრძლივებას 2023 წლის აპრილამდე. მათ მხარი დაუჭირეს გერმანიის ვიცე-კანცლერის და ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის წინადადებას. ბონში გამართულ პარტიულ ყრილობაზე „მწვანეებმა“ უმრავლესობით დაუჭირეს მხარი, რომ გერმანიის სამხრეთში მდებარე აეს-ები – Isar 2 და Neckarwestheim 2 – რეზერვში უნდა დარჩეს მომავალი წლის 15 აპრილამდე და საჭიროების შემთხვევაში უნდა ...

Read More »

უკრაინული “ნაფტოგაზი” და “უკრენერგო” EBRD-ის დახმარებით 90 მილიონ ევროს მიიღებენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), კანადისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან ერთად, მხარს დაუჭერს უკრაინის ენერგეტიკულ ინდუსტრიას. ქვეყნები „ნაფტოგაზისა“ და „უკრენერგოს“ დასახმარებლად 36,5 და 54,4 მილიონ ევროს გამოყოფენ. „უკრაინის ეკონომიკის პრობლემების გადასაჭრელად, EBRD პრიორიტეტულად მიიჩნევს ვაჭრობის დაფინანსებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა და სურსათის უსაფრთხოებას, ასევე ფარმაცევტული კომპანიების ლიკვიდურობის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში. კანადის მიერ გამოყოფილი თანხები ზამთრის სეზონამდე ...

Read More »

რა მოცულობის გაზის გატანა შეუძლია რუსეთს ევროპაში თურქეთის გავლით

თურქეთის გავლით ევროპაში დაახლოებით 63 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შეიძლება შევიდეს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა რუსული ენერგეტიკის კვირის ფორუმის ფარგლებში განაცხადა, წერს რუსული მედია. მისი თქმით, ახლა რუსულ-თურქული პროექტებიდან  ფუნქციონირებს „ლურჯი ნაკადი“ და „თურქული ნაკადის“ ორი ხაზი, რომელთაგან ერთი გამიზნულია სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვის. ალექსანდრე ნოვაკმა გაიხსენა, რომ ერთ დროს, როდესაც სამხრეთის ნაკადი იგეგმებოდა (არარეალიზებული პროექტი), უნდა ყოფილიყო ...

Read More »