პოლონეთის ოპერატორ PERN-ის ტექნიკური სამსახურის ცნობით, სრულიად აღდგა ნავთობსადენ “დრუჟბის” ის მონაკვეთი, რომელზეც ცოტა ხნის წინ გაჟონვა მოხდა. როგორც კომპანია PERN-ი აცხადებს, ნავთობის გადატუმბვა ნავთობსადენის ამ მონაკვეთზე განახლდა.
რუსეთიდან მომავალ ნავთობსადენ „დრუჟბაზე,“ რომელიც რუსეთს აკავშირებს ევროპის ქვეყნებთან, 11 ოქტომბერს მოხდა გაჟონვა. მილსადენის მეორე მილი, რომელიც უნგრეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს აკავშირებს, ნორმალურად მუშაობდა.
როგორც კომპანია PERN-ი (რომელიც მილსადენს ამუშავებს), იტყობინებდა, დაზიანდა პოლონეთის ქალაქ პლოკიდან 70 კილომეტრში მდებარე მონაკვეთი. წინასწარი დასკვნით, გაჟონვის მიზეზი საბოტაჟი უნდა იყოს. მაგრამ ტექნიკოსებმა მესამე მხარის ჩარევის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.
წყარო: radiotavisupleba.ge