მსოფლიოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების კომერციული მარაგი აგვისტოში ივლისთან შედარებით 36,5 მილიონი ბარელით გაიზარდა, ხოლო OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნებში – 15 მილიონი ბარელით.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ოქტომბრის ანგარიშზე დაყრდნობით, ინდიკატორები კვლავ ხუთწლიან საშუალოზე დაბალი იყო.
„აგვისტოში გლობალური მარაგები გაიზარდა 36,5 მილიონი ბარელით, რადგან ხმელეთზე მარაგების შემცირება (-27,8 მილიონი ბარელი) კომპენსირდება ოფშორული ნავთობის მარაგების ზრდით (+64,3 მილიონი ბარელი)“, ნათქვამია ანგარიშში.
ამავდროულად, OECD-ის ქვეყნებში ნავთობის კომერციული მარაგი ზედიზედ მეორე თვეა ზრდას აჩვენებს – აგვისტოში 15 მილიონი ბარელით, რითაც 2736 მილიონ ბარელს მიაღწია. თუმცა, აღნიშნული ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელზე 243,3 მილიონი ბარელით ნაკლებია.
IEA აღნიშნავს, რომ OECD-ის ქვეყნებმა აგვისტოში გამოუშვეს კიდევ 32,8 მილიონი ბარელი სტრატეგიული მარაგიდან, საიდანაც 31 მილიონი ბარელი ნავთობი ტრანსპორტირდა აშშ-დან და აზიიდან, ხოლო 1,8 მილიონი ბარელი ნავთობპროდუქტები ევროპიდან. კიდევ 38 მილიონი გამოთავისუფლდა სამთავრობო რეზერვებიდან სექტემბერში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ OECD-მა მარტიდან მთლიანობაში 223 მილიონი ბარელი ნავთობი გამოათავისუფლა.