რუსეთი მზად არის გაზარდოს თურქეთისთვის ნავთობის მიწოდების მოცულობა, მაგრამ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის კომერციულ კომპანიებს შორის, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა REW-2022-ის ფარგლებში.
“დიახ, ჩვენ განვიხილავთ საკითხს ჩვენს კოლეგებთან (თურქეთში ნავთობის მიწოდების გაზრდის საკითხს). ჩვენ მზად ვართ მიწოდება გავზარდოთ. ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ თურქული კომპანიების ინტერესს მეტი რუსული ნავთობის შესაძენად. მაგრამ ეს არის კომერციული საკითხი, რომელიც წყდება კომერციულ კომპანიებს შორის“, – განაცხადა ნოვაკმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა რუსული ნავთობის დიდი მოცულობა გადის თურქეთში, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე შემდგომი ტრანზიტისთვის.
წყარო: commersant.ge