იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

„მწვანეებმა“ გერმანიაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურების მუშაობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს

გერმანულმა „მწვანეთა“ პარტიამ მხარი დაუჭირა გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედი ატომური ელექტროსადგურების მუშაობის გახანგრძლივებას 2023 წლის აპრილამდე. მათ მხარი დაუჭირეს გერმანიის ვიცე-კანცლერის და ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის წინადადებას.

ბონში გამართულ პარტიულ ყრილობაზე „მწვანეებმა“ უმრავლესობით დაუჭირეს მხარი, რომ გერმანიის სამხრეთში მდებარე აეს-ები – Isar 2 და Neckarwestheim 2 – რეზერვში უნდა დარჩეს მომავალი წლის 15 აპრილამდე და საჭიროების შემთხვევაში უნდა განაგრძოს ელ-ენერგიის გამომუშავება. გერმანიაში დარჩენილი მესამე აეს-ი Emsland კი საბოლოოდ უნდა დაიხუროს 2023 წლის 1-ელ იანვარს. ამასთან დელეგატებმა ახალი საწვავის შესყიდვის წინააღმდეგ მისცეს ხმები.

როგორც ცნობილია, გერმანიაში ფუნქციონირებს 3 ატომური ელექტრო სადგური, რომელთა გათიშვა 2023 წლის 1-ელ იანვარს იყო დაგეგმილი. თუმცა არსებული ენერგოკრიზისის ფონზე ცალკეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოითხოვეს მათი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება, რათა თავიდან აირიდონ სირთულეები ზამთრის ცივ პერიოდში. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ორი აეს-ი დატოვონ მწყობრში, ხოლო ერთის საბოლოო გათიშვა მოხდეს. ჰაბეკი გერმანიის მთავრობაში წარმოადგენს „მწვანეთა“ პარტიას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგი.

გერმანიაში აეს-ების ეტაპობრივი გათიშვის გადაწყვეტილება ანგელა მერკელის კანცლერობის დროს 2011 წელს იქნა მიღებული. ახლა კი მათი მწყობრში დატოვების გადაწყვეტილება ნაწილობრივ მიღებულ იქნა რუსული გაზის მიწოდებაში არსებული დანაკლისის ამოსავსებად.
წყარო: bpn.ge

Leave a Reply