Tag Archives: თბოსადგური

თბოსადგურ გარდაბანი 2-ის აშენებას ჩინური CTEC-ი გეგმავს

თბოსადგურ გარდაბანი 2-ის აშენებას ჩინური CTEC-ი გეგმავს

გარდაბანში, კომბინირებული ციკლის 230 მეგავატი სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობას სავარაუდოდ, CHINA TIANCHEN ENGEERING CORPORATION-ი (CTEC) განახორციელებს. ჩინური კომპანია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ ფასთა გამოკითხვის მიხედვით შეირჩა. CTEC-ი კორპორაციას თბოსადგურის მშენებლობას 159.013 მლნ აშშ დოლარად სთავაზობს, რაც  ფასთა გამოკითხვაში მონაწილე 7 კომპანიას შორის, ყველაზე დაბალ ფასად იქნა მიჩნეული და შესაბამისად, იწყება პროექტის სრულყოფილი დოკუმენტაციის მოსამზადებლად მოლაპარაკებები და   საქართველოს კანონმდებლობით ...

Read More »
G&T: გარდაბანის თბოსადგური - 2-ის აშენებისთვის 190 მილიონია საჭირო

G&T: გარდაბანის თბოსადგური – 2-ის აშენებისთვის 190 მილიონია საჭირო

გარდაბანის თბოსადგური – 2-ის მშენებლობისთვის 190 მილიონის ინვესტიციაა საჭირო, – იტყობინება „გალტ ენდ თაგარტი“. საინვესტიციონ ბანკის ცნობით, თბოსადგურის მშენებლობის დაწყება 2017 წლისთვის იგეგმება. 240 მგვტ დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურს არსებული, გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები ექნება. ამასთან, ახალი თბოსადგურის მშენებლობის სურვილი 6 კომპანიამ გამოთქვა, რომელთა ვინაობა ჯერ არ კონკრეტდება. შეგახსენებთ, გარდაბანის თბოსადგური „ჩალიკ ენერჯი ჰოლდინგმა“ ააშენა, ჯამურმა ინვესტიციამ – ...

Read More »
გარდაბანში ბიო-თბოსადგური აშენდება

გარდაბანში ბიო-თბოსადგური აშენდება

2016 წლის იანვარში, გარდაბანში 3 მგვტ სიმძლავრის ბიო-თბოელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებისამებრ, ქართულმა კომპანიამ, ალტ ენერჯიმ, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2016 წლის სექტემბრისთვის უნდა დაასრულოს. წინასწარი მონაცემებით, ბიო-თბოელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 25.9 მლნ.კვტ იქნება. გარდაბნის ბიო-თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50% ექსპლუატაციაში გაშვებიდან პირველი 10 წლის მანძილზე ექსკლუზიურად ქართულ ბაზარზე დარჩება. ბიო-თბოსადგური ელექტროენერგიას უმეტესწილად ბიომასისა და კომპოსტის წვის ხარჯზე გამოიმუშავებს. წყარო: ენერგოპლატფორმა

Read More »
2016 წელს დაგეგმილია 12 ჰესის მშენებლობის დაწყება

2016 წელს დაგეგმილია 12 ჰესის მშენებლობის დაწყება

საფრთხის შემცველია ელექტროენერგიის დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად ღრმავდება, განსაკუთრებით ზამთრის და შემოდგომის პერიოდებში – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, დაშვებულია, რომ მომდევნო წლებში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით გაიზრდება და ამ გათვლით, შარშანდელი 800 მილიონიდან დეფიციტის მოცულობა, 2030 წლისთვის, 14 მლრდ კვტ.სთ მიაღწვს, რისთვისაც აუცილებელია ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა, რომ საქართველომ მოიპოვოს ენერგოდამოუკიდებლობა და არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ...

Read More »
20 ფაქტი ჰიდროენერგეტიკის შესახებ

20 ფაქტი ჰიდროენერგეტიკის შესახებ

მსოფლიოში ენერგიის მოხმარების ზრდის ფონზე, სულ უფრო ატუალური ხდება, ახალი ენერგიის გენერაციის წყაროების მოპოვება და მათი ათვისება. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ დიდი ინტერესის საგანია ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება, თუმცა მეცნიერებისა და ტექნიკოსების უზარმაზარი მუშაობის მიუხედავად ალტერნატიული ენერგიის წყაროები ჯერ კიდევ რჩება არასტაბილურ და არასაიმედო წყაროებად, რომელიც ელექტროენერგეტიკული ქსელის გამართულად და საიმედოდ მუშაობას საფრთხეს უქმნის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების კუთხით ...

Read More »
ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარებული და დივერსიფიცირებული ენერგო სექტორი

ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარებული და დივერსიფიცირებული ენერგოსექტორი

გარდაბნის 237 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა და სადგურის ტექნიკური გაშვება უზრუნველყო. სადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე დაიხარჯა 231 მლნ აშშ დოლარი. იგი დაფინანსდა საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპო-რაციის“ მიერ. მშენებლობა უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ – „ÇALIK ENERJİ-იმ“ განახორციელა. ბუნებრივ აირზე მომუშავე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური 237 მეგავატის სიმძლავრისაა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მსგავს სადგურებს გარდაბნის ...

Read More »
გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა

საპარტნიორო ფონდმა გარდაბანში ენერგო პროექტი დაასრულა – გარდაბნის 237 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა და სადგურის ტექნიკური გაშვება უზრუნველყო. ტექნიკური გაშვების ცერემონიას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ტანერ ილდიზი, ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელი აჰმედ ჩალიკი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. გარდაბანში მდებარე თბოსადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი ...

Read More »
სტიქიის მიუხედავად ხუდონჰესის მშენებლობა გაგრძელდება

სტიქიის მიუხედავად ხუდონჰესის მშენებლობა გაგრძელდება

თბილისის სტიქიამ გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხი საზოგადოებას სულ სხვა კუთხით დაანახა. ერთმა პატარა მდინარემ დედაქალაქს და მის მოსახლეობას უზარმაზარი პრობლემა შეუქმნა და რა იქნება ხუდნჰესისა და ნამახვანჰესის შემთხვევაში? არ არის გამორიცხული, სტიქიით დამფრთხალმა ადამიანებმა ამ ენერგეტიკულ პროექტებს უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიოს. ენერგეტიკის სამინისტროში კი ჰესების მშენებლობის შეჩერების საფრთხეს ვერ ხედავენ. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, ხუდონჰესის მშენებლობის შესახებ ...

Read More »
როგორ მუშაობს თბოელექტროსადგურები

როგორ მუშაობს თბოელექტროსადგურები

მოწყობილობათა ერთობლიობას, რომელთა საშუალებით სათბობის ენერგია (ქიმიური ან ბირთვული) ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება, თბურ ელექტროსადგურებს (თეს) უწოდებენ. თანამედროვე თესების უმრავლესობა შემდეგი სქემით მუშაობს : სათბობის შინაგანი ენერგია გარდაიქმნება ჯერ თბურ, შემდეგ მექანიკურ და ბოლოს ელექტრულ ენერგიად. ასეთი თესების ძირითად მოწყობილობას ქვაბდანადგარი, ორთქლის ტურბინა და ელექტრული გენერატორი წარმოადგენს. ორთქლის ქვაბდანადგარში სათბობის შინაგანი ენერგია წვის შედეგად გარდაიქმნება თბურ ენერგიად და ტურბინა ამ სითბოს ხარჯზე მექანიკურ ენერგიას, ხოლო ელექტროგენერატორი, რომელიც ამ ენერგიას ...

Read More »
ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებს ილია ელოშვილი აფასებს

ხუდონჰესის მშენებლობა 2016 წლის მესამე კვარტალში დაიწყება

ხუდონჰესის მშენებლობა 2016 წლის მესამე კვარტალში უნდა დაიწყოს. სწორედ ამ დრომდე აქვს ვადა მშენებელ კომპანიას, რომ განსახლების გეგმა და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი წარმოადგინოს. ამასთან, ამ ეტაპზე პროექტში სახელმწიფოს მხოლოდ 20% თანამონაწილეობა განიხილება. ხელისუფლება ვალდებულებებს უცვლის მცირე და საშუალო ჰესებსაც. ჰიდროელექტროსადურებს გამომუშავებული ელექტროენერგიის საქართველოში დატოვება  12-დან 8 თვის განმავლობაში მოუწევთ. დღეს არსებული ნორმით კი, მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურები მთელი წლის განლავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიის ...

Read More »