თბოსადგურ გარდაბანი 2-ის აშენებას ჩინური CTEC-ი გეგმავს

თბოსადგურ გარდაბანი 2-ის აშენებას ჩინური CTEC-ი გეგმავს

გარდაბანში, კომბინირებული ციკლის 230 მეგავატი სიმძლავრის თბოსადგურის მშენებლობას სავარაუდოდ, CHINA TIANCHEN ENGEERING CORPORATION-ი (CTEC) განახორციელებს.

ჩინური კომპანია „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გამოცხადებულ ფასთა გამოკითხვის მიხედვით შეირჩა.

CTEC-ი კორპორაციას თბოსადგურის მშენებლობას 159.013 მლნ აშშ დოლარად სთავაზობს, რაც  ფასთა გამოკითხვაში მონაწილე 7 კომპანიას შორის, ყველაზე დაბალ ფასად იქნა მიჩნეული და შესაბამისად, იწყება პროექტის სრულყოფილი დოკუმენტაციის მოსამზადებლად მოლაპარაკებები და   საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

შეგახსენებთ, ახალი თბოსადგური გარდაბანში უკვე არსებულის გვერდით აშენდება.

გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური გასული წლის ზაფხულში გაიხსნა.

პროექტის განხორციელებისთვის 230 მილიონ აშშ დოლარ დაიხარჯა. ინვესტიცია განხორციელდა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ, მისი მშენებლობა კი უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ – ÇALIK ENERJİ-მ განახორციელა, რომელიც წელსაც მონაწილეობდა ახალ ფასთა გამოკითხვაში, თუმცა მისი შეთავაზებული ფასი ($201,89 მლნ) კონკურენტებზე მაღალი აღმოჩნდა.

 

წყარო: Gbc.ge

Leave a Reply