მსოფლიოში ენერგიის მოხმარების ზრდის ფონზე, სულ უფრო ატუალური ხდება, ახალი ენერგიის გენერაციის წყაროების მოპოვება და მათი ათვისება. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ დიდი ინტერესის საგანია ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება, თუმცა მეცნიერებისა და ტექნიკოსების უზარმაზარი მუშაობის მიუხედავად ალტერნატიული ენერგიის წყაროები ჯერ კიდევ რჩება არასტაბილურ და არასაიმედო წყაროებად, რომელიც ელექტროენერგეტიკული ქსელის გამართულად და საიმედოდ მუშაობას საფრთხეს უქმნის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების კუთხით ალტერნატიულ ენერგიას მინიმალური ზეგავლენის შესაძლებლობა აქვს.
რაც შეეხება არაგანახლებად რესურსებზე მომუშავე სადგურებს, როგორებიცაა საწვავისა და ქვანახშირის თბოსადგურები, მათი ძირითადი პრობლემა არის გარემოზე დიდი ზეგავლენა. სწორედ ამიტომ სახელმწიფოები მაქსიმალურად ცდილობენ გარემოზე დიდი ზეგავლენის მქონე ელექტროსადგურების მშენებლობისგან თავის არიდებას.
გამომუშავების კუთხით ძალიან მიმზიდველია, ატომური ელექტროსადგური, რომელსაც მოკლე დროში საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, თუმცა მისი სიძვირისა და დიდი რისკიანობის გამო თითქმის ყველა ქვეყანამ მიიღო ატომური სადგურების დაკონსერვების გადაწყვეტილება.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჰიდროენერგეტიკა კვლავ რჩება ყველაზე მდგრად, იაფ და აპრობირებულ რესურსად. რათქმაუნდა გარემოს დამცველებს თავიანთი შენიშვნები აქვთ ჰესების მიმართ, თუმცა რეალობიდან გამომდინარე ჰიდროენერგეტიკა ჯერჯერობით არის უალტერნატივო ენერგიის წყარო. წარმოგიდგენთ 20 ფაქტს, რომელიც ასახავს, როგორც დადებით ისე უარყოფით მახასიათებლებს.
- ჰიდროენერგეტიკა არის ყველაზე გავრცელებული განახლებადი ენერგიის წყარო
- ჰიდროელექტროსადგური არის წიაღისეული საწვავის მოხმარების მნიშვნელოვანი კონკურენტი
- ჰიდროენერგეტიკა არის განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც არ აბინძურებს გარემოს
- ჰიდროელექტროსადგური წყლის მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის კინეტიკურ ენერგიად, რომელიც შემდგომ გარდაიქმნება ელექტროენერგიად
- ჰიდროელექტროსადგურები არ აბინძურებს გარემოს მაგრამ მისი მშენებლობა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს წყლის მცენარეებსა და თევზებზე
- ამერიკის შეერტებულ შტატებში მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების დაახლოებით 9% ჰიდროენერგეტიკაზე მოდის
- ჰიდროელექტროსადგურის მიერ ჰაერში გაფრქვეული მავნე აირების რაოდენობა, უმნიშვნელოა რადგან სადგურები საწვავს არ მოიხმარს
- ჰიდროელეტროსადგური მოითხოვს სპეციალური ჯებირების მშენებლობას, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მდინარის ეკოსისტემა
- ჰესების მშენებლობა ყველა მდინარეზე რენტაბელური არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ჰიდროელეტროსადგურს სჭირდება მთელი წლის განმავლობაში სწრაფი დინების მქონე მდინარე
- ჰიდროელეტროსადგური არის ყველაზე ეფექტური ენერგიის წყარო, რადგან სრულიად შესაძლებელია ტურბინების მუშაობის 95%-იანი მუშაობის მიღწევა
- დღეის მდგომარეობით მსოფლიოში გენერირებული ენერგიის 20% ჰიდროენერგეტიკაზე მოდის და 30 ქვეყანაში ძირითადი ენერგიის წყაროს წარმოადგენს
- სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებისგან განსხვავებით ჰიდროენერგეტიკის უპირატესობა არის ის, რომ ზუსტად არის შესაძლებელი პოტენციური ენერგიის გამომუშავების პროგნოზირება
- ჰესი არის ენერგიის წყარო, რომელიც არ იწვევს გლობალურ დათბობას, რადგან ის ატმოსფეროში არ გამოყოფს მავნე აირებს
- ჰიდროელექტროსადგური არ გამოყოფს აირებს, რომელიც იწვევს რადიაციული წვიმისა და ნისლის წარმოქმნას
- ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა არის ძალიან ხანგრძლივი
- ჰიდროელექტროსადგურებში მოთავსებულმა ტურბინებმა შეიძლება დააზიანოს ან დახოცოს მდინარის თევზები
- ჰიდროელექტროსადგური არის შედარებით იაფი განახლებადი ენერგიის წყარო
- რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურების გამოყენება შესაძლებელია ირიგაცია-მელიორაციის დანიშნულებით
- ჩრდილოეთ ამერიკაში ელექტროენერგიის გენერაციის 70% მოდის ჰიდროენერგეტიკაზე
- ჰიდროენერგეტიკის ათვისება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მაჩვენებლებს
energynews.ge