ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარებული და დივერსიფიცირებული ენერგო სექტორი
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე პრემიერი - კახა კალაძე

ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარებული და დივერსიფიცირებული ენერგოსექტორი

გარდაბნის 237 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა და სადგურის ტექნიკური გაშვება უზრუნველყო. სადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე დაიხარჯა 231 მლნ აშშ დოლარი. იგი დაფინანსდა საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპო-რაციის“ მიერ. მშენებლობა უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ – „ÇALIK ENERJİ-იმ“ განახორციელა.

ბუნებრივ აირზე მომუშავე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური 237 მეგავატის სიმძლავრისაა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მსგავს სადგურებს გარდაბნის თბოელექტროსადგური სიმძლავრით ორჯერ აღემატება და ბევრად ეკონომიურია. კახი კალაძემ ელექტრო ქვესადგურის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,რომ მაქსიმალურად შემცირდეს ენერგიის იმპორტი და გაიზარდოს ელ.ენერგიის საზღვრებს გარეტ გაყიდვა.

„ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარებული და დივერსიფიცირებული ენერგოსექტორი და თანამედროვე და საიმედო ინფრასტრუქტურა. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ და მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ მოვახერხოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება არა მხოლოდ შიდა ბაზარზე, არამედ მოვახერხოთ მისი გატანა,“ – განაცხადა კახი კალაძემ.

Leave a Reply