Tag Archives: #ბიტკოინი

კრიპტო სტარტაპებში ინვესტიციები იზრდება

პირველად ოთხი წლის განმავლობაში, ვენჩურული კაპიტალის ინვესტორები აშშ-ში უფრო მეტ კრიპტო და ბლოკჩეინ სტარტაპს უჭერენ მხარს, ვიდრე აზიაში. ეს ნიშანია, რომ ჩინეთის მხრიდან ალტერნატიული ვალუტების მიმართ მიუღებლობამ დამწყები ინდუსტრია შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ოდესღაც მთავარი კრიპტო ლოკაცია იყო, ჩინეთის ახალმა შეზღუდვებმა შეამცირა კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სტარტაპების რაოდენობა, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ. თუმცა, ჩინეთში კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის კომპანიების გაქრობის პარალელურად,  დანარჩენ მსოფლიოში ამ მიმართულებით ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა. კრიპტო სტარტაპების ინვესტიციებისთვის 2021 წლის მეოთხე კვარტალი უკვე ყველაზე დიდი კვარტალია. გლობალურად, ინდუსტრიაში ...

Read More »

ქართული ღვინო კრიპტოვალუტით გაიყიდება

ქართული ღვინო მეტავერსზე გაიყიდება. ამის შესახებ WIV technology-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ლევან ბოძაშვილმა Forbes talk-თან ინტერვიუში თქვა. მისი განმარტებით, ვირტუალურ სამყაროში, სადაც კრიპტოვალუტაზე დამყარებული სავაჭრო სისტემა უკვე ამოქმედდა, შესაძლებელი იქნება ქართული, ტრადიციული ღვინის შესყიდვა და ამაში ინვესტიციას არამხოლოდ იდეის ავტორები, არამედ ქვეყნის მთავრობაც განახორციელებს. ლევან ბოძაშვილის თქმით, Blockchain-ის ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, ღვინოზე კრიპტოვალუტა WIVA მიებას. სწორედ ამ ვალუტით შეძლებს მომხმარებელი პროდუქციის ...

Read More »

სალვადორმა მსოფლიოში პირველი ბიტკოინ-ქალაქის მშენებლობა დააანონსა

სალვადორმა მსოფლიოში პირველი ბიტკოინ-ქალაქის მშენებლობა დააანონსა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. ბიტკოინ-სიტი იქნება ქალაქი სადაც, კრიპტოვალუტის მაინინგი ვულკან კონჩაგუას ენერგიაზე იქნება შესაძლებელი. ბიტკოინ-სიტის მოსახლეობა დღგ-ის გარდა, ყველა გადასახადისგან გათავისუფლდება. დღგ-ის გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხის ნახევარი კი ისევ ბიტკოინ-სიტის განვითარებას მოხმარდება. ლა-უნიონის დეპარტამენტში ქალაქის მშენებლობისთვის სალვადორი 1 მილიარდი დოლარის ბიტკოინ-ობლიგაციებს გამოუშვებს. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის შესაქმნელად 300 000 ბიტკოინი დაიხარჯება. ბიტკოინ-სიტის მრგვალი, მონეტის ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 20%-ით, ეთერიუმი კი – 9%-ით შემცირდა

ბიტკოინის ფასი მიმდინარე თვის დასაწყისთან შედარებით 20%-ით დაეცა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ კორონავირუსის ახალმა ვარიანტმა ტრეიდერები აიძულა, უარი ეთქვათ სარისკო კაპიტალზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიოში უდიდესი ტოკენის ფასი დღეს ლონდონში გამართულ ვაჭრობაში 7.5%-ით დაეცა და $54 430 შეადგინა. 9%-ით შემცირდა ეთერიუმის ღირებულებაც. აღნიშნულზე საარაუდოდ ინდოეთში კრიპტოვალუტების სრულად აკრძალვამ მოახდინა გავლება. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ...

Read More »

ინდოეთი ყველა კრიპტოვალუტას აკრძალავს

ინდოეთის პარლამენტი ზამთრის სესიაზე თითქმის ყველა კერძო კრიპტოვალუტის აკრძალვის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Euronews წერს. მედიის განმარტებით, აკრძალვა ქმნის საფუძველს ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებისთვის. გასულ კვირას სამთავრობო წყარომ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ინდოეთი აკრძალავს ყველა კრიპტოვალუტას, რომელიც არ არის დამტკიცებული მთავრობის მიერ. მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალა. ცნობისთვის, ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა. წყარო: ...

Read More »

სალვადორი ბიტკოინის ქალაქის აშენებას გეგმავს

სალვადორი მსოფლიოში პირველად ბიტკოინის სუვერენული ობლიგაციების გამოშვებას და უმსვილესი კრიპტოვალუტის ქალაქის აშენებას გეგმავს. როგორც სალვადორის პრეზიდენტი, ნაიბ ბუკელე აცხადებს, Bitcoin City თავისუფალი იქნება საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადებისგან. სალვადორი $1 მილიარდის ტოკენიზებული 10-წლიანი ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. Blockstream-ის მთავარი სტრატეგიის ოფიცრის, სამსონ მოუს თქმით, ე.წ. “ვულკანური ობლიგაციების” სახსრების ნახევარი ბიტკოინში გადაიცვლება, ხოლო მეორე ნახევარი ინფრასტრუქტურასა და ბიტკოინის მაინინგში ჩაიდება, რაც გეოთერმული ენერგიით გამოიკვებება. ინვესტორებს ასევე მიენიჭებათ მუდმივი საცხოვრებელი და მიიღებენ მოქალაქეობასაც. Bitcoin City კონჩაგუას ვულკანის მახლობლად აშენდება, რომელიც ბიტკოინის მაინინგისთვის ენერგიას უზრუნველყოფს. ბუკელემ ასევე დასძინა, ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება 10%-ით შემცირდა

ბიტკოინის ღირებულება, 28 ოქტომბრის შემდეგ პირველად, 60 ათას აშშ დოლარს ჩამოცდა. ამას მოწმობს Binance-ის ბირჟის მონაცემები. გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ბიტკოინის ღირებულება 10%-ით შემცირდა და 59,2 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ გასული კვირების განმავლობაში ციფრული აქტივების ბაზრის შეფასება 4%-ით გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

Twitter კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად გამოყენებას განიხილავს

Twitter Inc. ქმნის გუნდს, რათა სოციალური ქსელის ფარგლებში გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების სტრატეგია შეიმუშაოს. ახალ სტრუქტურას Twitter Crypto და მისი მიზანია, კრიპტოვალუტებიდან შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობების მოძიებაა. კომპანია აპირებს, გამოიყენოს დეცენტრალიზებული აპლიკაციები, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობს და არა თავად მიკრობლოგის სერვისის სერვერის მეშვეობით, რამაც მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობა უნდა გაზარდოს. წყარო: report.ge

Read More »

ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

კრიპტოვალუტების ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. CoinMarketCap-ის ცნობით, ბიტკოინის ფასმა 68,530.34 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ეთერიუმის ფასი 4,837.59 აშშ დოლარამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ გასული კვირის განმავლობაში ციფრული აქტივების ბაზრის შეფასება 4%-ით გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

ბიტკოინის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ბიტკოინის ღირებულებამ 67 ათას დოლარს პირველად გადააჭარბა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამას მოწმობს Binance-ის ბირჟის მონაცემები. გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ბიტკოინის ღირებულება 7.5%-ით გაიზარდა და 67,630 აშშ დოლარს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინთან ერთად რეკორდი ეთერიუმმაც დაამყარა. ეთერიუმი ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას ბიტკოინზე ფართო გამოყენება ექნება.

Read More »