ბიტკოინის ღირებულება, 28 ოქტომბრის შემდეგ პირველად, 60 ათას აშშ დოლარს ჩამოცდა. ამას მოწმობს Binance-ის ბირჟის მონაცემები.
გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ბიტკოინის ღირებულება 10%-ით შემცირდა და 59,2 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირების განმავლობაში ციფრული აქტივების ბაზრის შეფასება 4%-ით გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.