ბიტკოინის ფასი 20%-ით, ეთერიუმი კი – 9%-ით შემცირდა

ბიტკოინის ფასი მიმდინარე თვის დასაწყისთან შედარებით 20%-ით დაეცა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ კორონავირუსის ახალმა ვარიანტმა ტრეიდერები აიძულა, უარი ეთქვათ სარისკო კაპიტალზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მსოფლიოში უდიდესი ტოკენის ფასი დღეს ლონდონში გამართულ ვაჭრობაში 7.5%-ით დაეცა და $54 430 შეადგინა. 9%-ით შემცირდა ეთერიუმის ღირებულებაც.

აღნიშნულზე საარაუდოდ ინდოეთში კრიპტოვალუტების სრულად აკრძალვამ მოახდინა გავლება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება.

ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალულია ჩინეთშიც.

 

Leave a Reply