ბიტკოინის ღირებულებამ 67 ათას დოლარს პირველად გადააჭარბა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამას მოწმობს Binance-ის ბირჟის მონაცემები.
გასული სავაჭრო დღის განმავლობაში, ბიტკოინის ღირებულება 7.5%-ით გაიზარდა და 67,630 აშშ დოლარს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინთან ერთად რეკორდი ეთერიუმმაც დაამყარა. ეთერიუმი ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას ბიტკოინზე ფართო გამოყენება ექნება.
EnergyNews EnergyNews.ge