ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

კრიპტოვალუტების ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CoinMarketCap-ის ცნობით, ბიტკოინის ფასმა 68,530.34 აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, ეთერიუმის ფასი 4,837.59 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის განმავლობაში ციფრული აქტივების ბაზრის შეფასება 4%-ით გაიზარდა და 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Leave a Reply