ინდოეთი ყველა კრიპტოვალუტას აკრძალავს

ინდოეთის პარლამენტი ზამთრის სესიაზე თითქმის ყველა კერძო კრიპტოვალუტის აკრძალვის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Euronews წერს.

მედიის განმარტებით, აკრძალვა ქმნის საფუძველს ქვეყნის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებისთვის.

გასულ კვირას სამთავრობო წყარომ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ინდოეთი აკრძალავს ყველა კრიპტოვალუტას, რომელიც არ არის დამტკიცებული მთავრობის მიერ.

მანამდე, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალა.

ცნობისთვის, ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა.

წყარო: report.ge

Leave a Reply