Tag Archives: #გაზი

ამჟამად, აშშ საექსპორტო გაზის ძირითად ნაწილს ევროპას აწვდის

რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების ფონზე, ევროპამ აზია ჩაანაცვლა და აშშ-ის თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა. 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) თითქმის სამი მეოთხედი ევროპაში გაგზავნა, რაც გასულ წელთან შედარებით ერთი მესამედით მეტია. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის განცხადებით, 2022 წლის პირველ ოთხ თვეში ევროპის რეგიონში თხევადი ბუნებრივი აირის ყოველდღიურმა მიწოდებამ გასული ...

Read More »

როგორია გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის საქართველოს სამეზობლოსა და ევროპის ქვეყნებში

საქართველოში 1 კუბური მეტრი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი 2021 წელს 0.55 ლარი იყო, რაც ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ყველაზე დაბალი შედეგია – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2021 წლის ანგარიშში. საქართველოზე დაბალი ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მხოლოდ ერთ ქვეყანაში, აზერბაიჯანშია – 0.28 ლარი 1 კუბურ მეტრზე. რაც შეეხება სხვა მეზობლებს, თურქეთსა და სომხეთს, სემეკის მონაცემებით, ...

Read More »

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინიციატივით ტექნიკური პერსონალის გადამზადების მიზნით ტრენინგი ჩატარდა

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინიციატივით ტექნიკური პერსონალის გადამზადების მიზნით ტრენინგი ჩატარდა. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცენტრალურ ფილიალში, საგურამოში, კომპანიის ტექნიკური პერსონალის გადამზადების მიზნით, ტრენინგი ჩატარდა თემაზე: გაზსადენი და რედუცირება. კურსის ჩატარება აუცილებელი გახდა, რადგან ექსპლუატაციაში შევიდა გაზსადენთა სისტემის ახალი სახეობის – UF ტიპის და RDS მოდელის რეგულატორები, რომელიც პირველად მზადდება საქართველოში შპს სამეცნიერო-საწარმოო კომპანია „სვობის“ მიერ. აღნიშნულ რეგულატორი, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი თითქმის 900 დოლარამდე დაეცა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3,1%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 909,7 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, ...

Read More »

თურქეთი შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვების პროექტის ფარგლებში მილსადენების მშენებლობას იწყებს

თურქეთი ემზადება უმნიშვნელოვანესი სტადიისთვის, რომელიც დაეხმარება შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვების პროექტის რეალიზებაში. საუბარია გაზის საბადო საკარიაზე, საიდანაც 10 ივნისიდან დაიწყება 170-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა 2 კმ სიღრმეზე. სამუშაოების დასრულება 5 თვეში იგეგმება – წერს გაზეთი Yeni Safak. მილების ჩადებით დაკავდებიან სპეციალური გემები „კასტორო – 10“ და „კასტრონე“. ეს პირველი უკვე ჩავიდა შავი ზღვის პორტ ფილოსში, საიდანაც არის დაგეგმილი მილსადენის გადება. ...

Read More »
ტანაპ

აშშ რეგიონის მთავრობებთან სამხრეთის გაზის დერეფნის სიმძლავრის გაზრდის საკითხს განიხილავს

აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის ერლ ლიტცენბერგის განცხადებით, აშშ რეგიონის მთავრობებთან „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სიმძლავრის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან ბაქოში, 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და ევროპის ბაზარზე კასპიის გაზის მიწოდება გაზარდოს. ახლა, რა თქმა უნდა ამ ნედლეულზე მზარდი მოთხოვნაა, ვფიქრობ მოთხოვნა კიდევ გაიზრდება. ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ამიტომ მოთხოვნა ენერგომატარებლებზე ...

Read More »

აფეთქების გამო ტეხასის უმსხვილესი თხევადი აირის გადამამუშავებელი ქარხანა სამი კვირით დაიხურება

თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამამუშავებელი აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა Freeport LNG, რომელიც ტეხასის შტატში, მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარეობს, აფეთქების გამო სამი კვირით დაიხურება. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters-ზე იტყობინება. აფეთქება და ხანძარი ქარხანაში ოთხშაბათს მოხდა. ინციდენტის მიზეზები ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია აშშ-ს ბუნებრივი აირის  ბაზარზე და შესაძლოა ევროპისა და აზიის ბაზრებზეც იმოქმედოს. ალექს მანტონის, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $1000 ნიშნულს ისევ ასცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 15%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 017,9 დოლარი შეადგინა. 1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა. ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ ...

Read More »

ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო

ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო. ამის შესახებ ტელეკომპანია Nova იუწყება. ამჟამად ტანკერი, საბერძნეთის ტერმინალის ნაცვლად თურქეთში იტვირთება. გემიდან თხევადი საწვავის გადატვირთვას დაახლოებით 18 საათი დასჭირდება. მაისში ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი 2022 წლის ივნისიდან აშშ-დან „გაზპრომზე“ დაბალი ფასებით თხევად აირს მიიღებს.

Read More »
TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

TAP-ის მმართველი დირექტორი: ტრანსადრიატიკის მილსადენს გასაფართოებლად ყველა ტექნიკური შესაძლებლობა აქვს

ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) აქვს გაფართოების ყველა ტექნიკური შესაძლებლობა. ამის შესახებ Trans Adriatic Pipeline-ის (TAP) მმართველმა დირექტორმა ლუკა შიპეტმა განაცხადა. მან დასძინა, რომ TAP-ის ინფრასტრუქტურა მზადაა ენერგოეფექტურობისთვის და მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად. „TAP-ის წყალობით შესაძლებელი გახდა ბაზარზე ლიკვიდურობის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა უპრეცედენტო ვითარების ფონზე, ენერგიაზე მაღალი ფასებით. მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის მთავრობას ტრანზიტის გაზრდის გეგმებში აქტიური მონაწილეობისთვის. ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდება მნიშვნელოვანია. ევროკომისია მიიჩნევს, რომ მიწოდების გაფართოება ...

Read More »