აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის ერლ ლიტცენბერგის განცხადებით, აშშ რეგიონის მთავრობებთან „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სიმძლავრის გაზრდის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან ბაქოში, 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და ევროპის ბაზარზე კასპიის გაზის მიწოდება გაზარდოს. ახლა, რა თქმა უნდა ამ ნედლეულზე მზარდი მოთხოვნაა, ვფიქრობ მოთხოვნა კიდევ გაიზრდება. ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ამიტომ მოთხოვნა ენერგომატარებლებზე პერსპექტივაში მაღალი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ლიტცენბერგმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანს აქვს ქარისა და მზის ენერგიების განვითარების პერსპექტივა.
„ეს შეიძლება გამოყენებული იყოს წყალბადის და ელექტროენერგიის წარმოებაში, შემდგომი ექსპორტისთვის. ასე, რომ არის ბევრი შესაძლებლობა, რომლითაც აზერბაიჯანს აღმოსავლეთ ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფა შეუძლია. ტრანსკასპიური ინტერკონეტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მე მოუთმენლად ველი აზერბაიჯანის ამ როლის რეალიზაციას. აშშ ამ საკითხზე რეგიონის ყველა მთავრობებთან მსჯელობს და მიანიშნებს ამ პროექტის მნიშვნელობაზე, რომლის განხორციელების შედეგადაც შესაძლებელი იქნება სამხრეთის გაზის დერეფნის სიმძლავრის გაორმაგება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.