ტრანსადრიატიკის მილსადენს (TAP) აქვს გაფართოების ყველა ტექნიკური შესაძლებლობა. ამის შესახებ Trans Adriatic Pipeline-ის (TAP) მმართველმა დირექტორმა ლუკა შიპეტმა განაცხადა.
მან დასძინა, რომ TAP-ის ინფრასტრუქტურა მზადაა ენერგოეფექტურობისთვის და მწვანე ენერგიაზე გადასასვლელად. „TAP-ის წყალობით შესაძლებელი გახდა ბაზარზე ლიკვიდურობის უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფა უპრეცედენტო ვითარების ფონზე, ენერგიაზე მაღალი ფასებით. მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის მთავრობას ტრანზიტის გაზრდის გეგმებში აქტიური მონაწილეობისთვის. ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდება მნიშვნელოვანია. ევროკომისია მიიჩნევს, რომ მიწოდების გაფართოება საკვანძოა ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციისთვის“, – განაცხადა შიეპატმა.
მისი თქმით, ნოემბერში ჩატარდება ბაზრის ტესტირება სავალდებულო წინადადებების შესაგროვებლად. ეს იქნება TAP-ის სიმძლავრის გაფართოების პირველი ეტაპის ნაწილი.
წყარო: europetime.eu