აფეთქების გამო ტეხასის უმსხვილესი თხევადი აირის გადამამუშავებელი ქარხანა სამი კვირით დაიხურება

თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამამუშავებელი აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა Freeport LNG, რომელიც ტეხასის შტატში, მექსიკის ყურის სანაპიროზე მდებარეობს, აფეთქების გამო სამი კვირით დაიხურება.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters-ზე იტყობინება.

აფეთქება და ხანძარი ქარხანაში ოთხშაბათს მოხდა. ინციდენტის მიზეზები ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია აშშ-ს ბუნებრივი აირის  ბაზარზე და შესაძლოა ევროპისა და აზიის ბაზრებზეც იმოქმედოს.

ალექს მანტონის, გაზისა და LNG-ის კვლევითი კომპანია Rapidan Energy-ის დირექტორის აზრით, ქარხნის სამკვირიანი გაჩერება ბაზარზე მინიმუმ მილიონ ტონა გათხევადებული ბუნებრივი აირის დანაკლისს გამოიწვევს.

Leave a Reply