ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა.
დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივლისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3,1%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 909,7 დოლარი შეადგინა.
1000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 1 ივნისს ასცდა.
ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად არსებული რთული პოლიტიკური ვითარებისა ბოლო თვეებში და პერიოდული ზრდის გამოკლებით, რომელიც ძირითადად პოლონეთისა და უკრაინის სატრანზიტო ხაზების შეფერხებით იყო გამოწვეული, ბუებრივი აირის ფასი სტაბილურად კლებისკენ მიდის.
თუმცა, აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი თხევადი აირის გადამამუშავებელ Freeport LNG-ის ქარხანაში აფეთქებისა და აღნიშნულის გამო, მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში მისი დახურვის მიზეზით, გაზზე ფასებმა კვლავ დაიწყეს ზრდა. Freeport LNG ქვეყანაში თხევადი ბუნებრივი აირის გადამუშავების დაახლოებით 20%-ს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, აშშ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპის თხევადი გაზით მომარაგებაში.