თურქეთი ემზადება უმნიშვნელოვანესი სტადიისთვის, რომელიც დაეხმარება შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვების პროექტის რეალიზებაში. საუბარია გაზის საბადო საკარიაზე, საიდანაც 10 ივნისიდან დაიწყება 170-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა 2 კმ სიღრმეზე. სამუშაოების დასრულება 5 თვეში იგეგმება – წერს გაზეთი Yeni Safak.
მილების ჩადებით დაკავდებიან სპეციალური გემები „კასტორო – 10“ და „კასტრონე“. ეს პირველი უკვე ჩავიდა შავი ზღვის პორტ ფილოსში, საიდანაც არის დაგეგმილი მილსადენის გადება. მეორე ხომალდი კი ჯერ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთშია და მას თურქეთში ივლისში ელოდებიან. სულ კი სამუშაოებში 20 გემი ჩაერთვება და 4 ათასი ადამიანი.
გეგმის მიხედვით საკარიადან პირველი გაზის მიწოდება თურქი მომხმარებლებისთვის 2023 წლის პირველი კვარტლიდან მოხდება. საწყის სტადიაზე იგეგმება 10 მლნ კუბ.მ გაზის მოპოვებას დღიურად, ანუ წლიურად 3,4-4 მლრდ კუბ.მ. 2027-2028 წლისთვის კი დღიური მოცულობა გაიზრდება 40 მლნ კუბ-მ-მდე და წლიური მოცულობა მიაღწევს 15 მლრდ კუბ.მ-ს.
შავ ზღვაში გაზის საბადოს აღმოჩენის შესახებ თურქეთის ხელისუფლებამ 2020 წელს გამოაცხადა. როგორც იუწყებიან საკმარიას მარაგები 400 მლრდ კუბ-მ-ს აღწევს. თავად საბადოს დამუშავრბაში თურქეთი 10 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
წყარო: bpn.ge