Tag Archives: #რუსეთი

პუტინი ენერგორესურსების ექსპორტის სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ გადატანას აანონსებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ენერგორესურსების ექსპორტის სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ გადატანას აანონსებს. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნების მცდელობა, გამოდევნონ რუსი მიმწოდებლები და ჩაანაცვლონ მათი ენერგორესურსები ალტერნატიული მარაგებით, აუცილებლად იმოქმედებს მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე. კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ რუსეთი თავისი ექსპორტის მიმართულებას „ეტაპობრივად“ „სწრაფად მზარდი სამხრეთისა და აღმოსავლეთის ბაზრებზე“ გადაიტანს.

Read More »

რუსეთმა ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მონაცემები გაასაიდუმლოვა

რუსეთის „საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალურმა გამანაწილებელმა ოფისმა“ (CDU TEK, ენერგეტიკის სამინისტროს ფილიალი) ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპანიებზე და მთლიანად ბაზარზე ზეწოლისთვის, განუმარტა „ინტერფაქსს“ ენერგეტიკის სამინისტროს რუსეთის ენერგეტიკული სააგენტოს (REA) წარმომადგენელმა. „შეზღუდვების ქვეშ მყოფი ინდუსტრიის სტატისტიკა საკმაოდ მგრძნობიარეა მანიპულაციის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის CDU-ს საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის კონტრაგენტების საქმიანობას“, – აღნიშნა სპიკერმა. CDU ინფორმაციას რუსეთის ...

Read More »

Anonymous-მა გაზპრომის შვილობილი კომპანია, Gazprom Linde Engineering გატეხა

Anonymous-მა გაზპრომის შვილობილი კომპანია, Gazprom Linde Engineering გატეხა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჰაკერული დაჯგუფება საკუთარ Twitter-ის გვერდზე აქვეყნებს. როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ჰაკერებმა კომპანიის თანამშრომლების 768 000 ელექტრონული წერილი ინტერნეტში გაავრცელეს. “კომპანია სპეციალიზებულია გაზის, ნავთობქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტების დიზაინში”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

Read More »

თურქეთი, ბირთვული ენერგიისა და ადგილობრივი გაზის საშუალებით, ენერგოიმპორტის შეზღუდვას გეგმავს

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, თურქეთმა ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, სტაბილური მიწოდების უზრუნველსაყოფად და ბაზრის პროგნოზირებადობის გასაუმჯობესებლად ადგილობრივი წყაროების გამოყენება უნდა გაზარდოს. ბაირაქტარის ინფორმაციით, სამ ობიექტზე თორმეტი დიდი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა უკვე დაანონსდა, თუმცა საჭიროება ბევრად უფრო მაღალია. ანკარაში გამართულ ევრაზიის მცირე მოდულური რეაქტორის ფორუმზე ბაირაქტარმა განაცხადა, რომ თურქეთი ოთხი ფართომასშტაბიანი ბირთვული რეაქტორის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს ჩინეთთან ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ავსტრიამ გაზის საფასური შესაძლოა, ისევ ევროში გადაიხადოს – რას დაპირდა ავსტრიის ლიდერს პუტინი

Reuters ავსტრიულ საინფორმაციო სააგენტო APA-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, გაზის საფასურის გადასახადი ევროში მიიღოს. “რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანცლერ კარლ ნეჰამერს განუცხადა, რომ ავსტრიას შესაძლებლობა ექნება გაზის მიწოდების გადახდა ევროში განახორციელოს“, – წერს სააგენტო. ნეჰამერის განცხადებით, მას პუტინთან “ძალიან პირდაპირი, ღია და მკაცრი” მოლაპარაკებები ჰქონდა. მათ შორის საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ავსტრია ბუნებრივი ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

გერმანელების 57% რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია

გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსული გაზისა და ნავთობის დაუყოვნებლივ ემბარგოს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Frankfurter Allgeimene Zeitung-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევიდან ხდება ცნობილი. კვლევის რესპონდენტებს ორიდან ერთი სასურველი პასუხი უნდა აერჩიათ: 1. გერმანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვა. არ შეიძლება, რომ გერმანიამ გააგრძელოს ამ ნედლეულის შესყიდვა და ამ გზით გააგრძელოს ამ ომის დაფინანსება. 2. რა თქმა უნდა ...

Read More »

რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით გერმანია $240 მილიარდით დაზარალდება

გერმანიის წამყვანმა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს და განმარტეს, რომ რუსეთიდან ენერგომომარაგების შეჩერება 2023 წელს რეცესიას გამოიწვევს. ხუთმა ინსტიტუტმა: RWI, DIW, Ifo, IfW და IWH საბაზისო სცენარის მიხედვით, 2022 წლის ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 2.7%-მდე შეამცირა, 2023 წელს კი 3,1%-იან ზრდას ელიან. ინსტიტუტებმა ასევე გამოაქვეყნეს რუსული ენერგიის უეცარი მიწოდების შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგი, რომლის დროსაც ეკონომიკა მიმდინარე წელს ...

Read More »

ზელენსკი: აუცილებელია ევროპის მკაფიო მზაობა, უარი თქვან ყველა რუსულ ენერგომატარებელზე, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსული ომის მანქანის დაფინანსება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე და ამით შეწყვიტონ რუსეთის „ომის მანქანის“ დაფინანსება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „პირველ რიგში, აუცილებელია ნავთობის ემბარგო და ევროპის მკაფიო მზაობა, უარი თქვან ყველა რუსულ ენერგომატარებელზე. ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსული სამხედრო ომის მანქანის დაფინანსება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, რუსი სამხედროები ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთ მიმართულებებზე აქტიურდებიან. როგორც ...

Read More »

იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს, თუ EU ფასებზე ზედა ზღვარს დააწესებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ CNN-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იტალია ნავთობისა და გაზის ფასების გაზრდის მიუხედავად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. “ამ ეტაპზე ენერგიის ღირებულება ჩვენი პირველი საზრუნავია. იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს. […] არსებობენ კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ით მეტს იხდიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სპეკულაცია, რასაც ენერგიის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იწვევს. ჩვენ ამის მიღწევას ევროპული ენერგო ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი: ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი რუსული გაზის ემბარგოს ეწინააღმდეგებიან

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი ეწინააღმდეგებიან რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესებას. “რუსულ გაზზე ემბარგოს წინააღმდეგი მხოლოდ ავსტრია არ არის. მეორე მხრივ, ავსტრია მხარს უჭერს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ სანქციებმა უფრო მეტად რუსეთს უნდა დაარტყას, ვიდრე ევროკავშირს”, – თქვა ნეჰამერმა.

Read More »